Home სხვადასხვა დაიჯესტი IL GIORNALE: ბარემ დაგვიპყარი, პუტინ, და დავამთავროთ ეს საქმეც!

IL GIORNALE: ბარემ დაგვიპყარი, პუტინ, და დავამთავროთ ეს საქმეც!

1128
რუსეთის ჯარი

ჰქენი ეს სიკეთე, ძვირფასო პრეზიდენტო პუტინ, გამოაგზავნე იტალიაში ორი ათასი კაზაკი და ჩვენ შენი გავხდებით! _ წერს IL GIORNALE-ში ნინო სპირლი.

მხოლოდ შენ დაგვრჩი ერთადერთი, ნამდვილი, მიზანსწრაფული მშველელი, რომელიც ნდობას იმსახურებს ამ ანტიიტალიურ ევროპაში; ამ უტვინო მმართველთა შორის; ამ ეროტიკულ-ამორალურ ქალებს შორის, სხვადასხვა დაწესებულებაში რომ არიან მოკალათებულები; ცრუპენტელა პოლიტიკოსებს შორის, რომლებსაც ყველაფრისთვის მიუფურთხებიათ; ამ გონებაჩლუნგ იტალიელებს შორის, ღორის ჰოთდოგებსა და ცხვრის ქაბაბებს რომ თქვლეფენ; ამ აგრესიულ, პრეტენზიულ, ყველაფრისმცოდნე გეებს შორის;  სისხლიან თეთრ ანაფორებში გამოწყობილ მღვდლებს შორის, რომლებიც აივნებიდან და ამბიონებიდან გვიქადაგებენ; იმ ვითომ კეთილმოსურნეებს შორის,  რომლებიც მეზობელი კონტინენტიდან შეუგროვებულ ყველანაირ საზიზღრობაში გვრევენ.

ხუთ წუთს თუ გამონახავ, გამოაგზავნე ჩვენთან წყალქვეშა ნავების ფლოტი ან შეიარაღებული ავიაგამანადგურებლის ესკადრილია, სატვირთო ავტომანქანების კოლონა… თავად გადაწყვიტე! საბედნიეროდ, გეყოფა საამისო გამოცდილება და საზრიანობა.

მე კი ღმერთი მაპატიებს, რომ საშველად მივმართავ (ყოფილ) კომუნისტს. მიმაჩნია, რომ შენ უკეთესი ხარ, ვიდრე მთელი ეს ნაგავი, რომელიც გარს გვახვევია! და თუ იჩქარებ, საშუალებას არ მოგვცემ ამ დაძაბულ დროში ვინებივროთ და ვისიამოვნოთ კარგი ამინდით, მით უფრო კეთილსასურველად აღიქმება შენი შემოჭრა.

ამგვარად, შემოდგომაზე თავს დავაღწევთ იმათ უმრავლესობას, ვინც ბოლო წლებში გადმოსხეს ჩვენს ნაპირებზე, ჩვენს პორტებში და ვინც განავლით აბინძურებს იტალიის ტროტუარებს. იმ დროისთვის ჩვენ დავხურავთ ათასობით არალეგალურ მეჩეთს, რომლებიც ასეთივე არალეგალურმა იმამებმა და “მართლმორწმუნეებმა” დააარსეს; გავწმენდთ ჩვენს ქალაქებს მხეცებისგან და ჯიბის ქურდებისგან, რომელთა ბრბოები ტურისტებთან ერთად მომთაბარეობენ მთელი ჩვენი ნახევარკუნძულის კურორტებზე და სოფლებში, რომლებშიც ცხოვრობენ პენსიონერები (უსახლკარო არამზადების მსხვერპლნი); ამით ენას დავუმოკლებთ თეთრ-სისხლისფერ ანაფორებში გამოწყობილ მქადაგებლებს, რომლებიც თვით ეკლესიის კედლებში _ მის “წმინდა სხეულში” ჯვარზე აკრავენ ქრისტეს.

გაგვიკეთე მცირე საჩუქარი, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! იმიტომ, რომ ქარმა ჩვენთან  მიმართულება შეიცვალა. იტალიელი ხალხი იღვიძებს და ხელისუფლების სავარძლებში მოკალათებული მატყუარებისთვის პანღურის ამორტყმას იწყებს. და თუ ჰორიზონტზე აინთება შენი ვარსკვლავი, იგი ოპტიმიზმის მუხტს მისცემს ჩემს ხალხს…

იფიქრე ამაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here