“30 მაისს აშშ–ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გადახედვა დაიწყო. ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებითშეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა სუბიექტების მიმართ, თითქოს საქართველოს აიძულებდნენ, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთთან, რათა შემცირებულიყო ზეწოლა უკრაინის მიმართ და თითქოს დასავლეთი მონაწილეობდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში. შესაბამისად, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეუფერებელი დროა საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად”, – ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთანავე, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც იგეგმებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, თანხას კი გადასცემენ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, რომლებიც ქვეყანაში, დიდი ალბათობით, არეულობის მოწყობას შეეცდებიან… ამერიკიდან მომდინარე საფრთხეებზე რუსული გამოცემებიც წერენ. რუსეთის ფედერაციის დაზვერვის ინფორმაციით, საქართველოში არეულობა დაიწყება და ე.წ. ოპოზიციას სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება. რუსული გამოცემები “საკრალური მსხვერპლის” შესახებაც იუწყებიან…
რა მოხდება შემოდგომაზე საქართველოში, რა დოზით ჩაერევა აშშ ქვეყნის საშინაო საქმეებში და როგორ ავირიდოთ საფრთხე თავიდან _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:
_ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა ქართველ ხალხს უნდა, რადგან ხელისუფლება კორუფციის ჭაობში ჩაეფლო, ატყუებენ ხალხს და ეს გრძელდება უკვე 12 წელიწადი.
ამერიკისა და ევროპის გაღიზიანება და მათგან მომდინარე აგრესიაც ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია, რადგან უტვინო პოლიტიკა აწარმოეს. ჩვენმა ხელისუფლებამ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ევროკავშირში გაწევრებაა ჩვენი მიზანი, ჩვენ კონსტიტუცია გვავალდებულებს ამის გაკეთებას. ხელს ვუწერთ დასავლეთს ყველაფერზე, ვიღებთ ვალდებულებებს და, ბუნებრივია, ისიც გვთხოვს პირობის შესრულებას, ჩვენ კი რატომღაც გავჯიუტდით, ეს მონების ბუნტია.
ბიძინა ივანიშვილს, მგონი, სურს, სპარტაკ მეორის სახელით შევიდეს ისტორიაში, მაგრამ მასაც ის დაემართება, რაც სპარტაკ პირველს.
საფრთხე ამერიკიდან არ მოდის, საფრთხე აქვეა…
ჩვენი საზოგადოება მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ხელისუფლებიდან გაუშვას ნაცებიცა და ქოცებიც. თუკი ამას მივაღწევთ, საფრთხე აღარ დაგვემუქრება.
არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად, მაგრამ მეეჭვება, ასე მოხდეს. ელექტრონული არჩევნები არ არის სანდო. ის დასავლეთში შემოიღეს იმისთვის, რომ ასე ხმების დათვლა კომფორტულია და არა იმიტომ, რომ გაყალბებაა შეუძლებელი. ელექტრონული ხმის მიცემა ამართლებს ირლანდიაში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, იქ, სადაც მაღალია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების მიმართ ნდობა. იქ არავის მოუვა აზრად, თქვას, არჩევნები გაყალბდაო.
არჩევნები კარს მოგვადგა. ყველაზე საინტერესოა, ჩატარებულ არჩევნებს თუ ექნება საზოგადოების ნდობა. არჩევნების შედეგები რომ გამოცხადდება, მერე ადვილი იქნება გარედან ჩარევაც და არეულობის მოწყობაც. დასავლეთი მოწმედ მოიყვანს ქართველ ხალხს; იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა და ხალხის დასტურიც იქნება. ასე ხდება რევოლუციები.
ათწლეულებია, ერთსა და იმავეს ვამბობ, მაგრამ არავის ესმის, არ ესმით და ხელისუფლების დამტირებლის დედაც…
_ საფრთხე მართლაც დიდია და ამაზე რუსული გამოცემებიც წერენ…
_ ის, რასაც რუსული გამოცემები წერენ, აშკარაა. პარლამენტარი ირაკლი ზარქუა საჯაროდ ლაპარაკობს, რომ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს, ამას არავინ მალავს და, ბუნებრივია, რუსული მედიასაშუალებები და სპცსამსახურებიც იმავეს იმეორებენ.
საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა კლინიკურია… რუსეთი ვერ დაგვეხმარება, რადგან მასთან არათუ დიპლომატიური, საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, ბიზნესმენები და ძველი ბიჭები პოლიტიკას ვერ აწარმოებენ. ეს უნდა დაწერო დიდი ასოებით და გაამრავლო, ხალხამდე უნდა მიიტანო, რათა გაიგონ, რომ უიმედო მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ვინ არის ამის გამკეთებელი?!
_ ამბობთ, ბიძინა ივანიშვილს სურს, “სპარტაკი” იყოსო, მას და მის ხელისუფლებას წინააღმდეგობა რომ არ გაეწია დასავლეთისთვის, გაცილებით ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ხალხს მოსწონს, რომ ხელისუფლება არ ემორჩილება დასავლეთს და მის ნებისმიერი სურვილს არ ასრულებს; ხალხს მოსწონს ის კანონები, რომლებიც ხელისუფლებამ მიიღო, მიუხედავად დიდი ზეწოლისა…
_ ეს კანონები პოპულისტურია, არჩევნებზე გათვლილი, შემდეგ კი არავინ არაფერს აკრძალავს. სად იყვნენ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ანალოგიურ კანონებზე, როგორიც ახლა არჩევნებისთვის შემოიღო ხელისუფლებამ? წლების წინათ ვსაუბრობდით და კონფერენციებს ვატარებდით ლგბტ პროპაგანდისა და არასამთავრობოების თარეშის წინააღმდეგ, მაგრამ იმხანად ეს არავის აინტერესებდა. ახლა ხალხის გულის მოგებაა საჭირო და არჩევნების წინ გაახსენდათ კანონი. ეს იაფფასიანი ქმედებებია.
ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა თუ უნდათ, წმენდა დაიწყონ სამთავრობო ტელევიზიებიდან, რომელთა ეთერებშიც უზით ლგბტ ტიპები _ აი, პროპაგანდა ეს არის. გაყარონ ტელევიზიებიდან მოპიდარასტო ელემენტები და გადაცემები ღვთის მსახურებმა წაიყვანონ. მაშინ დავიჯერებ, რომ ლგბტ პროპაგანდა აიკრძალა.
ხელისუფლებას სურს, “დავბოლდეთ”, მაგრამ არ გამოუვა.
_ არჩევნების დღე მალე მოვა. რა მოლოდინი გაქვთ, შეძლებენ არეულობის მოწყობას?
_ ხელისუფლება დაწერს იმ შედეგს, რაც სურს; ოპოზიცია არ მიიღებს მათ დაწერილს და მოხდება არეულობა, მაგრამ ამ ყველაფერში მთავარია ის, მაინც რომ ვერ გავიგებთ, ხალხს რა სურს. ძლიერი გაიმარჯვებს.
სახიფათო მდგომარეობაა ქვეყანაში. ვითარება 26 ოქტომბრის შემდეგ აირევა. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ საფრანგეთის არჩევნების შემდეგ შეიცვლებოდა ვითარება, მაგრამ დიდი არაფერი მოხდა. ევროპა ავად რომ არის, ყველამ იცის, ამიტომ იმის დიდი იმედი, რომ იქ რამე შეიცვლება, ჭკვიან კაცს არ უნდა ჰქონდეს.
ახლა ჩვენი ხელისუფლება ელოდება, რომ ამერიკაში ტრამპი გაიმარჯვებს, მაგრამ ესეც სისულელეა, ტრამპის გამარჯვება ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოში არაფერი შეიცვლება.
მთავარია, ქართველი საზოგადოება არ გაბითურდეს და ისევ ქოცებსა და ნაცებს შორის არ გააკეთოს არჩევანი. უამრავი პარტიაა და მისცენ ხმა ნებისმიერს, ოღონდ არა ქოცებს ან ნაცებს…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი