Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკავშირი უკრაინაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს

ევროკავშირი უკრაინაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს

52

ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპის საბჭოს მიერ უკრაინისთვის მინიჭებულ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ერთვის პირობები, რომელთა შესრულებაზეც დამოკიდებულია, დაიწყება თუ არა საგნობრივი მოლაპარაკებები ევროკავშირში შესვლის საკითხზეეს არის ულტიმატუმი, რადგან ევროკომისია ევროსაბჭოს სთავაზობს, უკან გაიწვიოს სტატუსი, თუ უკრაინა არ შეასრულებს აღნიშნულ პირობებს. ამის შესახებ იუწყება ინტერნეტგამოცემა  strana.ua.

მითითებული პირობების შესრულების ზუსტი თარიღი მითითებული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ შესრულების ბოლო ვადა მიმდინარე წლის ბოლომდეა. ექსპერტთა აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია ევროკავშირში შემავალი წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებსა და ევრომაღალჩინოსნებზე.

აღსანიშნავია, რომ პირობები, რომელთა შესრულებასაც დასავლეთი უკრაინისგან (აგრეთვე, მოლდოვისა და საქართველოსგან) მოითხოვს, გააძლიერებს  დასავლეთის სტრუქტურების კონტროლს სასამართლო სისტემაზე, ანტიკორუფციულ და სხვა პროცესებზე ქვეყანაში. ომამდე ამ მოთხოვნებს უკრაინის ხელისუფლება აქტიურად უგულებელყოფდა.

რა სურს ევროკავშირს

აი, ძირითადი მიმართულებები:

1. ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობის რეფორმირება; უწინარესად, იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოსამართლეების წინასწარი შერჩევის წესს მათი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების შესაბამისად;

2. მართლმსაჯულების უმაღლეს ორგანოში (რომელიც მართავს სასამართლო სისტემას) წევრობის კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმება და მოსამართლეთა უმაღლეს საკვალიფიკაციო კომისიაში (ორგანო, რომელიც არჩევს მოსამართლეებს) კანდიდატების შერჩევის დასრულება;

როგორც ხედავთ, დასავლეთი ცდილობს, უკრაინის სასამართლო სისტემა სრულად გააკონტროლოს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს სწორედ ამ საკითხებზე შეექმნა პრობლემები უნგრეთსა და პოლონეთთან.

3. ანტიკორუფციული ბრძოლის გაძლიერება, განსაკუთრებით უმაღლეს დონეზე. ანტიკორუფციულ ბიუროში ახალი წევრებისა და დირექტორის დანიშვნა.

ომამდე დასავლეთი მწვავედ აკრიტიკებდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისს აღნიშნულ ბიუროში შერჩევის კონკურსის შედეგების დამტკიცების გაჭიანურების გამო. ამ შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა კლიმენკომ, რომელზეც დასავლეთი დებდა ფსონს.

4. ანტიოლიგარქიული კანონის ამოქმედება, თუმცა ის, როგორც ვენეციის კომისია ასკვნის, შესაცვლელია.

უკრაინელი ექსპერტების აზრით, დასავლელმა პოლიტიკოსებმა იციან, რომ უკრაინაში ისწავლეს, ილაპარაკონ ერთი და გააკეთონ მეორე, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან კიევს არაორაზროვანი დამოკიდებულება აქვს ევროკავშირთან და თავი დაივალდებულა, აიძულებენ პირობების შესრულებას.

სხვა საქმეა, რა შედეგს მოიტანს ევროკავშირის კონტროლის დამყარება ქვეყანაზე, რომელსაც ეკონომიკა განადგურებული აქვს, მოსახლეობა კი მასობრივად გარბის უცხოეთში.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here