Home ახალი ამბები მსოფლიო “ძველებურად აღარ იქნება!”

“ძველებურად აღარ იქნება!”

391

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც მიმდინარეობს დევიზითახალი მსოფლიო _ ახალი შესაძლებლობებიდა რომელიც 15 ივნისს დაიწყო და 18-ში დასრულდება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის მიმართვასა და სიტყვით გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო:

პირველი _ ეს იყო ელიტების ნაციონალიზაციის საკითხი, რომელიც გულისხმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატისა და პოლიტიკური კლასისადმი მოთხოვნების გამკაცრებას _ პოლიტიკური ხელისუფლება დაცული  უნდა იყოს, რათა მასში არ მოხვდნენ არაპატრიოტები:

მეორე _ რფ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ “ძველებურად აღარ იქნება”. მან, ფაქტობრივად, უარყო თეზისი ქვეყნის ეკონომიკური მოდელის შეცვლის აუცილებლობის შესახებ, რაზეც ოცნებობს ლიბერალური ელიტა:

მესამე _ პუტინმა პირდაპირ განაცხადა, რომ წავა ფინანსური ეკონომიკა და მოვა სასაქონლო ეკონომიკა.

ფორუმის მთავარი თეზისები:

* აშშმა თავისი თავი დედამიწაზე ღმერთის გამოგზავნილად გამოაცხადა. მცდარია ვარაუდი, რომ ყველაფერი ძველებურად იქნება. არა, არ იქნება.

* “ოქროს მილიარდის” ქვეყნები კვლავაც მიიჩნევენ დანარჩენებს თავიანთ კოლონიებად, მეორეხარისხოვან ადამიანებად, თავიანთ თავს კი _ განსაკუთრებულად.

* რუსეთს გაეროს წესდების შესაბამისად ჰქონდა უფლება, ეღიარებინა დონბასის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა;

* რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უაზრო და არაფრის მომცემია;

* პირქუში პროგნოზები რუსეთის ეკონომიკის შესახებ, რომლებიც ვრცელდებოდა გაზაფხულის დასაწყისში, არ გამართლდა, ეს იყო საინფორმაციო ომის ნაწილი.

* რუსებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ნებისმიერ გამოწვევას, ისევე, როგორც მათი წინაპრები;

* ერთპოლუსიანმა მსოფლიომ არსებობა შეწყვიტა:

* ცხოვრება აიძულებს ბევრ ევროპელ პარტნიორს, დაუბრუნდეს რუსეთის ბაზარს. რუსეთი კი ამას არ  შეეწინააღმდეგება;

* უახლესი ტექნოლოგიების წყალობით რუსეთს აქვს ჰიპერბგერითი იარაღი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ მოიპოვება.

 გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here