Home სხვადასხვა დაიჯესტი Der Standard: ავსტრიაში პენსიონერი ქალის გაძარცვისთვის ორი უკრაინელი გაასამართლეს

Der Standard: ავსტრიაში პენსიონერი ქალის გაძარცვისთვის ორი უკრაინელი გაასამართლეს

813
პოლიცია

ავსტრიულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ორ უკრაინელს, რომლებმაც გაძარცვეს სარეცელს მიჯაჭვული 80 წლის პენსიონერი ქალი და სცემეს მისი მომვლელი. ბოროტმოქმედებს შესაბამისად 4 და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის თაობაზე წერს Der Standard.

ინციდენტი 2015 წლის მარტში მოხდა. ორი მამაკაცი მოხუცი ქალის სახლში მაშინ შეიჭრა, როცა სახლის პატრონს და მის მომვლელ მედდას ეძინათ. ძარცვისას მათ სცემეს 23 წლის მედდა, ხელ-ფეხი შეუკრეს ორივეს, გახსნეს სეიფი და გაიტაცეს 30 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა.

ბოროტმოქმედებმა მიმალვა პენსიონერი ქალის მანქანით სცადეს, მაგრამ სლოვენიის საზღვართან ავარია მოუვიდათ. მძარცველები დააკავეს. ერთ-ერთმა მათგანმა, 52 წლის ხურომ, დანაშაული აღიარა; მისმა თანამზრახველმა, 28 წლის ახალგაზრდამ კი, განაცხადა, რომ დამნაშავე არ არის. გამოძიებამ დაადგინა, რომ ძარცვაში კიდევ ერთი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ მისი ვინაობა ვერ გაარკვიეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here