Home სხვადასხვა დაიჯესტი Der Focus: ჩრდილოეთაფრიკელი ლტოლვილები სულ უფრო მეტ დანაშაულს სჩადიან გერმანიაში

Der Focus: ჩრდილოეთაფრიკელი ლტოლვილები სულ უფრო მეტ დანაშაულს სჩადიან გერმანიაში

915
აფრიკელი მიგრანტები

დაძაბულობის განსაკუთრებულ კერად წარმოდგენილია ფედერალური მიწა ჩრდილოეთ რეინივესტფალია: მხოლოდ 2016 წელს აქ 31,5 ათასი დანაშაული აღირიცხა, რომლებიც, ძირითადად, ჩრდილოაფრიკელმა ლტოლვილებმა ჩაიდინეს. ამ ინფორმაციას დიუსელდორფის პოლიცია ავრცელებს.

გერმანიის ამ რეგიონში 2012-დან 2016 წლამდე პერიოდში დანაშაულთა რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა, რაც პირდაპირაა დაკავშირებული ლტოლვილთა მასის არნახულ ზრდასთან, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2016 წელს, გერმანიაში მილიონამდე მიგრანტი ჩავიდა.

ალჟირელი ლტოლვილები ეჭვმიტანილნი არიან 12 ათასი დანაშაულის ჩადენაში 2016 წელს, რაც 800 პროცენტით მეტია 2012 წელს ჩადენილ კანონდარღვევებზე. ოფიციალური მონაცემებით, ტუნისელებმა 2 ათასი დანაშაული ჩაიდინეს 2016 წელს, ლიბიელებმა _ 700.

2017 წლის პირველ ნახევარში გერმანიაში 77 ათასი ლტოლვილი დარეგისტრირდა. ყოველთვიურად სულ უფრო მეტი მიგრანტი პოულობს აქ თავშესაფარს, რაც ხარჯების კოლოსალურ ზრდას იწვევს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here