Home ახალი ამბები მსოფლიო Financial Times -ის ანალიტიკოსი: დასავლეთი ანარქიის წინაშეა!

Financial Times -ის ანალიტიკოსი: დასავლეთი ანარქიის წინაშეა!

65

როგორცფაინენშელ თაიმსისმიმომხილველი მირზა შენაზი წერს, დასავლეთში თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიას არ ძალუძს რომელიმე ტიპის ძლიერი ხელისუფლების ჩამოყალიბება, ამიტომდასავლეთში ანარქია უფრო მოსალოდნელია, ვიდრე დიქტატურა”.

ბიზნესის ცნობილი სპეციალისტი თავის სტატიაში წერს: “ამჟამად დასავლეთში შეუძლებელია ფრანკლინ რუზველტის “ახალი კურსი” ან რონალდ რეიგანის “ახალი ეკონომიკა”. აშშ-ში ამის თავი არ აქვთ არც რესპუბლიკელებს და არც დემოკრატებს, ამიტომ ტირანიის დამყარების შიში უსაფუძვლოა.

მომავლის სურათი უფრო ორიენტირებულია ფრაგმენტაციასა და ქაოსზე.

“მმართველობაში ხარვეზი უფრო ღრმავდება იმით, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა არ აღიარებს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის კანონიერებას ან არ ენდობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებს. რომ მიხვდეთ, როგორი არაადეკვატურია ზოგიერთი ამომრჩეველი, უნდა გააცნობიეროთ, რომ ამერიკელთა მესამედზე მეტი თანახმაა, მისი შტატი გავიდეს შეერთებული შტატებიდან. მაგალითად, ფლორიდისა და ტეხასის შტატების მოსახლეობა სულ უფრო იხრება ფედერალიზაციისკენ”, _ წერს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ ადრე აშშ-ში მოკლეს 4 პრეზიდენტი, მაგრამ არ ყოფილა დიქტატორული მმართველობის შემთხვევა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here