Home ახალი ამბები საქართველო ჩამქრალი ვარსკვლავის ნათება

ჩამქრალი ვარსკვლავის ნათება

პოლიტიკური წყვდიადის ბინადარნი

426

მარქსის ცნობილი ნათქვამი იმის შესახებ, რომ ადამიანები თვითონვე არიან საკუთარი დრამის ავტორებიც და აქტორებიც, ხშირად შეგვახსენებს თავს არამხოლოდ ისტორიული, არამედ თანამედროვე პროცესების ანალიზის დროსაც. ადამიანი გენიალური შემოქმედიც არის დაგენიალურიმნგრეველიც. ადამიანმა, რომელიც მეცნიერებისა და ხელოვნების შედევრებს ქმნის, მეოცე საუკუნეში, ანუ მეცნიერულტექნიკური რევოლუციის ეპოქაში, სულ რაღაც, ოცი წლის ინტერვალით ორი მსოფლიო ომი გააჩაღა, ომლებსაც თითქმის ას მილიონამდე სიცოცხლე შეეწირა. ამ შემთხვევაში ვითარებას არ ცვლის ის, რომ ერთნი ქმნიან, მეორენი ანგრევენ, საბოლოო ჯამში, ორივე ადამიანიამშენებელიც და მნგრეველიც, კეთილიც და ბოროტიც, გონიერიც და უგუნურიც.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინის უდიდესი ძალისხმევით ჩამოყალიბდა და ამოქმედდა მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის მექანიზმები, რომლებიც კაცობრიობას დღემდე იცავს გლობალური კატასტროფისგან, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს რესურსი უკვე ამოწურულია. ის, რასაც მსოფლიო წესრიგი და საერთაშორისო სამართალი ერქვა, მთელი მისი ორგანიზაციული სტრუქტურით (პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს გაერო და უშიშროების საბჭო) ჩამქრალი ვარსკვლავის ნათებას დაემსგავსა, რომელიც, დიდი ხანია, აღარ არსებობს, მაგრამ მისგან წამოსული სხივი ჯერ კიდევ აღწევს დედამიწამდე, ამიტომ პლანეტაზე მცხოვრები რვა მილიარდი ადამიანი ამ უკვე ჩამქრალი ვარსკვლავის ნათებას გარკვეული იმედით შეჰყურებს და თვალნათლივ ხედავს, რომ მისი მიმართულებით ჯერ კიდევ მომავალი სინათლის სხივის წყარო და საფუძველი დაშრეტილია.  ჩამქრალი ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის სხივის ის უკანასკნელი ფოტონებიც, რომლებიც დედამიწამდე ჯერ კიდევ აღწევ, ჩაქრება და ამ ცოდვილ პლანეტაზე კვლავაც ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი წყვდიადი დაისადგურებს, როგორიც მსოფლიო ომების გაჩაღების პერიოდებში იყო გამეფებული.

გარდა, საზოგადოდ, ადამიანური სისულელისა და უგუნურებისა, კონკრეტულად ვინ და რომელი ორგანიზებული ძალა მიაქანებს მსოფლიოს ამ დამღუპველი  მიმართულებით? ეს ის ოთხეულია, რომელიც, დიდი ხანია, ანტიქრისტეს გზას დაადგა და უბედურებას თესავს დედამიწაზე – აშშ, კოლექტიური დასავლეთი, ევროკავშირი და ნატო.  ეს ოთხეული თავისი არსით და ბუნებით ტერორისტულია. მათი მეთოდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობაა. ამის გამო  კაცობრიობა ორი უზარმაზარი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა:

1. ტერორისტული ორგანიზაციების სახელმწიფოებად  ჩამოყალიბება (მაგ., ისლამური სახელმწიფო);

2. სახელმწიფოთა და კოალიციათა ტერორისტულ ორგანიზაციებად ჩამოყალიბება (მაგ., აშშ, ევროკავშირი, ნატო).

მოსყიდვა, შანტაჟი, სიცრუე, დეზინფორმაცია, ძალადობა, ტერორი, ომი  ეს არის  მსოფლიოზე ზემოქმედებისა და მისი დამორჩილების დასავლური მექანიზმი.

ტერორი, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს, დასავლეთის დანაშაულებრივი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. დასავლეთი უშუალოდ არის ტერორისტული ორგანიზაციების შემქმნელი და გამომყენებელი. ამან ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ეს სახელმწიფო, როგორც უკვე ვთქვი, თვითონ იქცა უზარმაზარ ტერორისტულ ორგანიზაციად. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციათა ნაწილი დროთა განმავლობაში ამა თუ იმ მიზეზით გადის დასავლეთის კონტროლიდან და უპირისპირდება მას. ასე გაეხვია მსოფლიო საერთაშორისო ტერორიზმის ბადეში.

ტერორი, როგორც მსოფლიოს დათრგუნვის საშუალება, ანგრევს საზოგადოებრივ ყოფიერებასაც და ცნობიერებასაც. რაც მთავარია, იგი ანგრევს მსოფლიო წესრიგსა და საერთაშორისო სამართლის საფუძვლებს:

*  სანამ კოლექტიური დასავლეთი ან თვითონ არ იტყვის უარს ტერორისტულ პოლიტიკაზე, ან რომელიმე ძალა არ შეაჩერებს მას, დედამიწაზე ვერც მსოფლიო წესრიგი იქნება და ვერც  საერთაშორისო სამართალი;

*  სანამ მსოფლიოს მოქალაქეებს ყურში ჩაესმით მუამარ კადაფის ბარბაროსული მკვლელობის სიხარულით მოგვრილი ვნებიანი კისკისი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისა,  დედამიწაზე სამართლიანობა ვერ დამკვიდრდება;

*  სანამ მსოფლიოს მოქალაქეებს ყურში ჩაესმით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის სატანური განცხადება, რომ ერაყში მათ მიერ ნახევარი მილიონი ბავშვის დახოცვა გამართლებულია დიქტატორ სადამ ჰუსეინის დამარცხებით, დედამიწაზე სამართალი ვერ იზეიმებს;

*  სანამ კოლექტიური დასავლეთისა და ნატოს მიერ ტერორისტული და ბარბაროსული მეთოდებით იუგოსლავიის აღგვა პირისაგან მიწისა მსოფლიოს თვალში საღდება დემოკრატიულ ქმედებად, დედამიწას სამართლიანობა არ ეღირსება;

*  სანამ კოლექტიური დასავლეთი ნიუ-იორკში ან პარიზში განხორციელებულ ტერორს ტერორს არქმევს, ხოლო ბესლანსა და ნორდ-ოსტში განხორციელებულ ტერორს რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულად ნათლავს, საერთაშორისო სამართალზე საუბარი თვალთმაქცობა და ფარისევლობაა;

*  სანამ კოლექტიური დასავლეთი ჩეჩნეთში სისხლიანი საერთაშორისო ტერორიზმისგან ქვეყნის დასაცავად ბრძოლას “საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას” უწოდებს, ხოლო დონბასში საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინელი ნეოფაშისტების აგრესიასა და ადამიანების ცოცხლად დაწვას უტიფრად ამართლებს და მხარს უჭერს, საერთაშორისო სამართალზე საუბარი აბსოლუტური ფიქციაა.

*  სანამ დასავლურ პროპაგანდას ძალა შესწევს, რომ უკრაინაში მათი ბინძური საქმიანობით აღორძინებული და აღზევებული ფაშიზმი დემოკრატიად გაასაღოს, ხოლო დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისკენ მიმართული რუსული სამხედრო ოპერაცია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად წარმოაჩინოს, აღარც მსოფლიო წესრიგი არსებობს და აღარც საერთაშორისო სამართალი.

ტერორი  ზედნაშენია, რომელიც გლობალური უსამართლობის ბაზისზეა აღმოცენებული. ამ უსამართლობას მსოფლიოში აშშ ნერგავს. სისხლიანი ტერორი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სულზე, ზნეობაზე, ფსიქიკასა და ცნობიერებაზე მიტანილი იერიში და ძალადობა ჰქვია. ეს ღმერთის წინააღმდეგ ამბოხია, რადგან ყველაფერი, რასაც დღეს კოლექტიური დასავლეთი სჩადის, არა მხოლოდ ადამიანის, არამედ სიკეთის, სიყვარულისა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ ამხედრება და გარყვნილების კულტის დასამკვიდრებლად ბრძოლაა. ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი, დეზინფორმაციისა და გარყვნილების პროპაგანდისტული ცუნამი, რომელიც დასავლეთიდან მოდის, ანგრევს ადამიანსაც და საზოგადოებასაც. იგი მთელ მსოფლიოში ნერგავს შიშის, უნდობლობის, სიძულვილისა და უზნეობის ატმოსფეროს, სახელმწიფოთა შორის ამკვიდრებს მტრულ ურთიერთობებს და პლანეტას ბირთვული არმაგედონისკენ მიაქანებს.

 ვალერი კვარაცხელია                                                                     

P.S. იმედია, ბირთვული არმაგედონი არ იქნება. სატანიზმის გზაზე საბოლოოდ შემდგარი კოლექტიური დასავლეთი ამის გარეშეც დამარცხდება. ამის თქმის საშუალებას, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან ერთად, დასავლეთის ძირითად სტრუქტურებში (ევროკავშირი, ნატო) გაჩენილი სერიოზული ბზარი იძლევა. ევროკავშირისა და ნატოს რღვევაზე და, პარალელურად, ევროკავშირსა და აშშ შორის არსებულ სერიოზულ წინააღმდეგობაზე, სხვა რომ არაფერი, უნგრეთის პოზიციაც მიუთითებს, მაგრამ უფრო საინტერესო ნატოს შიგნით არსებული უთანხმოებაა, ეს ნათლად ჩანს თურქეთის მაგალითზე. თურქეთი მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებში რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოდ ყალიბდება. ამის კონკრეტულ მაგალით რუსული გაზსადენის მშენებლობა და მისი ექსპორტის მთავარ ჰაბად თურქეთის ჩამოყალიბებაა (მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს პროცესები უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ვითარდება).

14 იანვარს თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: “დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები ეფექტიანი არ აღმოჩნდა. მათ ვერ შეცვალეს რუსეთის ქმედებები და ვერ მისცეს უკრაინას რუსეთზე სამხედრო გამარჯვების საშუალება. რა გავაკეთოთ ასე განვაგრძოთ კიდევ ერთ, ორ, სამ წელიწად?!”

ამ ნათქვამში შეუძლებელია ვერ დაინახო ის, რომ რუსეთთან დამოკიდებულების საქმეში თურქული პოლიტიკა არსებითად განსხვავდება დასავლური პოლიტიკისგან. აი, კიდევ ერთი ამონარიდი ოფიციალური ანკარის ამ განცხადებიდან: “დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებისგან ეფექტი ვერ დადგა, ან რუსეთის ეკონომიკისა და მისი მართვის თავისებური ხასიათის ან რუსი ხალხის უნარის გამო, წინ აღუდგეს ზეწოლის ამგვარ მეთოდებს“. ამ განცხადებაში გამოთქმულია შემდეგი აზრიც: “ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებაში არის აზრი და ლოგიკა, მაგრამ სასურველი ეფექტი ეკონომიკაზე დარტყმის მიყენებით რუსეთში რევოლუციის გამოწვევა და ამით პრეზიდენტ პუტინის კუთხეში მიმწყვდევა თუ იყო, ასეთი შედეგი არ ჩანს. ამიტომ, თურქეთი ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდება, რადგან ეს რუსეთის ეკონომიკაზე მეტად თურქეთის ეკონომიკას დააზიანებს“.

ეს არის ნიმუში საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსების საკითხისადმი მიდგომისა. ამ საკითხისადმი ანალოგიური მიდგომა აქვს საქართველოს ხელისუფლებასაც. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არიან ის ძალები, რომლებიც რუსეთისთვის არამხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესებას, არამედ მეორე ფრონტის გახსნასაც მიოთხოვენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მარტო არ არიან. ეს ის ძალაა, კოლექტიური დასავლეთის იმ პოლიტიკური კურსის ორგანულ ნაწილს და გაგრძელებას რომ წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს ბირთვული არმაგედონისკენ მიაქანებს და ერთი სული აქვს, საბოლოოდ როდის შეწყდება ჩამქრალი ვარსკვლავის (მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის) ნათება, რათა გამეფებულ პოლიტიკურ წყვდიადში უფრო თავისუფლად განახორციელოს თავისი ბინძური გეგმები.

ვ. კ.                                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here