სხვადასხვა

Home სხვადასხვა Page 90
ბავარიაში, ლტოლვილების განთავსების ცენტრში რამდენიმე ათეული მიგრანტი აჯანყდა, _ იუწყება გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemaine Zeitung-ი. გამოცემის ინფორმაციით, 31 მაისს დაახლოებით 30-მა ლტოლვილმა დაიწყო ცენტრის თანამშრომელთა შეურაცხყოფა და შევიწროება, ამის გამო ხელმძღვანელობამ პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა დააკავეს ამბოხების სავარაუდო ორგანიზატორი, მაგრამ ამან უფრო გააბრაზა ამბოხებულები: ზოგმა პოლიციელებს მუშტი-კრივი გაუმართა, ზოგმა კი ველოსიპედები ესროლა. პოლიციელებმა ცრემლმდენი აირი გამოიყენეს. გამოცემის ინფორმაციით, საქმე იქამდე მივიდა, რომ ამბოხებულებმა ააგეს ბარიკადები, რათა სამართალდამცველებს უკან დახევა არ შეძლებოდათ. ვითარება განმუხტა პოლიციელთა დამხმარე ძალის გამოჩენამ. შეტაკების შედეგად დაშავდა 4 პოლიციელი, 6 ნიგერიელი კი დააკავეს. 2018 წლის ნოემბერში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღიარა მთავრობის შეცდომა რეგიონულ პოლიტიკაში. შესაბამისი განცხადება მან გააკეთა ქალაქ კემნიცში, სადაც იმავე წლის აგვისტოში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა მიგრანტების მიერ ადგილობრივი მცხოვრების მკვლელობის გამო.

გერმანიაში მიგრანტები აჯანყდნენ

ბავარიაში, ლტოლვილების განთავსების ცენტრში რამდენიმე ათეული მიგრანტი აჯანყდა, _ იუწყება გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemaine Zeitung-ი. გამოცემის ინფორმაციით, 31 მაისს დაახლოებით 30-მა ლტოლვილმა დაიწყო ცენტრის თანამშრომელთა...
ბრიტანეთში მკვეთრად მოიმატა კონფლიქტების რაოდენობამ რასობრივ ნიადაგზე

ბრიტანეთში მკვეთრად მოიმატა კონფლიქტების რაოდენობამ რასობრივ ნიადაგზე

ბავშვთა დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაცია NSPCC-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ შავგვრემანი და შავკანიანი ბავშვები ცდილობენ, კანი გაითეთრონ, რათა ისე არ გამოიყურებოდნენ, როგორც “ჭუჭყიანი”;...
პატრიარქი ბართოლომეოსი შეიძლება უკრაინის საკითხის გამო გადააყენონ

პატრიარქი ბართოლომეოსი შეიძლება უკრაინის საკითხის გამო გადააყენონ

ანტიოქიის საპატრიარქოში არ გამორიცხეს სრულიად მართლმადიდებელთა კრების მოწვევა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მონაწილეობის გარეშე. “ჩვენ ვაღიარებთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მაგრამ დღეს პრობლემა არის ის, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი უშვებს...
ევროპელების უმრავლესობას სჯერა, რომ ევროკავშირი დაიშლება

ევროპელების უმრავლესობას სჯერა, რომ ევროკავშირი დაიშლება

საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ევროპელების უმრავლესობას სჯერა, რომ ევროკავშირი შეიძლება მომდევნო 10-20 წელიწადში დაიშალოს. კვლევა საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს (ECFR) დაკვეთით ჩატარდა და ევროპარლამენტის...
აშშ-ის ულტიმატუმი ევროკავშირის ქვეყნებს

აშშ-ის ულტიმატუმი ევროკავშირის ქვეყნებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის ქვეყნებს მოსთხოვა, ცვლილებები შეიტანონ ევროკავშირის თავდაცვის სფეროში. კერძოდ, აშშ-მა მოითხოვა ევროპულ პროექტებში იმ ამერიკული კომპანიების ჩართვა, რომლებიც დაკავებულნი არიან იარაღის...
მიგრანტები: საფრანგეთი ფრანგების არაა, ის ყველასია!

მიგრანტები: საფრანგეთი ფრანგების არაა, ის ყველასია!

მიგრანტებმა, რომლებსაც “შავ ჟილეტებს”-აც უწოდებენ,  შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტის მუშაობა დაბლოკეს და ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, შეეწყვიტა მიგრანტების დეპორტაცია. ასობით არალეგალმა მიგრანტმა რამდენიმე დღის წინათ პარიზში...
შერლოკ ჰოლმსის სახლი ლონდონში

10 გამოგონილი ღირსშესანიშნაობა, რომლებსაც, ყველაფრის მიუხედავად, უამრავი ტურისტი ათვალიერებს

ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოიძებნოს ადგილი, რომელზეც შექმნილია ლეგენდები და რომლის მოსანახულებლადაც უამრავი ტურისტი ჩადის, თუმცა ყველა ეს ადგილი არ არის ისტორიულად ფასეული, რადგან ზოგიერთი...
ერაყში 2003 წელს ამერიკელების შეჭრის შემდეგ ქრისტიანების რაოდენობა 83%-ით შემცირდა

ერაყში 2003 წელს ამერიკელების შეჭრის შემდეგ ქრისტიანების რაოდენობა 83%-ით შემცირდა

“ერაყის ერბილის არქიეპარქიის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს მისი უფლებების დაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემი განადგურების ზღვარზეა”. _ იუწყება BBC News-ი. მღვდელმსახურმა ბაშარ ვარდამ...
ფილარეტ დენისენკო

ფილარეტმა უარი განაცხადა უკრაინის ახალი ეკლესიის ტომოსის პირობების შესრულებაზე

უკრაინის არაკანონიკური საეკლესიო სტრუქტურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, “რასკოლნიკმა” ფილარეტ დენისენკომ განაცხადა, რომ არ შეასრულებს “ახალი ეკლესიის” ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის პირობებს, რომლებიც ეხება საეკლესიო სტრუქტურის იურისდიქციის...
მატეო სალვინი

იტალიელებს არ სურთ ევროკავშირის მონობა

ევროპარლამენტის არჩევნების წინ, რომელიც 23-26 მაისს ჩატარდა, ათასობით იტალიელი გამოვიდა მილანში იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მატეო სალვინისთან შეხვედრაზე. სალვინი არის...