Home სხვადასხვა დაიჯესტი პატრიარქი ბართოლომეოსი შეიძლება უკრაინის საკითხის გამო გადააყენონ

პატრიარქი ბართოლომეოსი შეიძლება უკრაინის საკითხის გამო გადააყენონ

768
პატრიარქი ბართოლომეოსი შეიძლება უკრაინის საკითხის გამო გადააყენონ

ანტიოქიის საპატრიარქოში არ გამორიცხეს სრულიად მართლმადიდებელთა კრების მოწვევა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მონაწილეობის გარეშე.

“ჩვენ ვაღიარებთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მაგრამ დღეს პრობლემა არის ის, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი უშვებს შეცდომას. და, თუ ყველა მართლმადიდებელი ეკლესია მის გარეშე გამართავს კრებას და მიიღებს გადაწყვეტილებას კონსტანტინოპოლის წინამძღვრის დამხობის შესახებ, ეს შესაძლებელია”, _ განაცხადა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის ვიკარიუსმა, ერზურუმის ეპისკოპოსმა კაისმა.

ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ, ჩვეულებრივ, როცა მართლმადიდებელ სამყაროში ჩნდება სურვილი ყველა ეკლესიის კრების ჩატარებისა, “მაშინ თითოეული ეკლესია ჯერ თავის შიგნით უნდა გაერკვეს და მიაღწიოს შეთანხმებას ამ საკითხზე”, შემდეგ კი “გაგზავნოს თხოვნა კონსტანტინოპოლის პატრიარქის კრების მოწვევის თაობაზე”.

“თუმცა ეს არ არის ხელშეუხებელი უფლება. არის სხვა შესაძლებლობებიც: ნებისმიერ მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას სხვა ეკლესიებთან და მოიწვიოს კრება”, _ აღნიშნა ვიკარიუსმა და ხაზი გაუსვა, რომ ანტიოქიის ეკლესიაში არ სურთ რადიკალური გადაწყვეტილების მიღება და გამოდის მოწოდებით, რომ “ეკლესიებში იყოს მშვიდობა, რათა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გადახედოს გადაწყვეტილებას და  ეკლესიური კრიზისი უკრაინაში მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, რათა “რასკოლნიკები” დაუბრუნდნენ კანონიკურ ეკლესიას”.

გასულ კვირაში ერზურუმის ეპისკოპოსი კაისი მონაწილეობდა  მოსკოვში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დაცვას მიეძღვნა. მან შეხვედრები გამართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here