Home სხვადასხვა დაიჯესტი ერაყში 2003 წელს ამერიკელების შეჭრის შემდეგ ქრისტიანების რაოდენობა 83%-ით შემცირდა

ერაყში 2003 წელს ამერიკელების შეჭრის შემდეგ ქრისტიანების რაოდენობა 83%-ით შემცირდა

911
ერაყში 2003 წელს ამერიკელების შეჭრის შემდეგ ქრისტიანების რაოდენობა 83%-ით შემცირდა

ერაყის ერბილის არქიეპარქიის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს მისი უფლებების დაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემი განადგურების ზღვარზეა”. _ იუწყება BBC News.

მღვდელმსახურმა ბაშარ ვარდამ ლონდონში გამოსვლისას თქვა, რომ ერაყელი ქრისტიანები 1400-წლიანი დევნის შემდეგ დღეს გაქრობის ზღვარზე არიან. ერაყში 2003 წელს ამერიკელი სამხედროების შეჭრის შემდეგ მათი რაოდენობა 1,5 მილიონიდან 250 ათასამდე შემცირდა.

“ქრისტიანობა ერაყში ერთ-ერთი ძველი ეკლესიაა, შეიძლება ყველაზე ძველიც და ის ახლოსაა გაქრობასთან. ისინი კი ვინც ჩვენგან გადარჩება, მზად უნდა იყვნენ ტანჯვისთვის”, _ განაცხადა ვარდამ. საფრთხეებს შორის მან გამოყო სხვადასხვა მიმდინარეობის ისლამისტი ექსტრემისტები. მღვდელმსახურმა ლონდონი დაადანაშაულა, რომ ამის შესახებ საჯაროდ არ განაცხადეს. მისი აზრით, ლონდონს ეშინია, რომ ისლამოფობიას დააბრალებენ.

ქრისტიანულმა ორგანიზაცია Open Doors-მა 2014 წელს განაცხადა, რომ ერაყი მეოთხე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ყველაზე ხშირად ირღვევა ქრისტიანთა უფლებები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here