Home ახალი ამბები მსოფლიო Bloomberg: ევროკომისია უკრაინისათვის გამოყოფილი 1.5 მილიარდი ევროს სესხს ბლოკავს – პრობლემურ საკითხად...

Bloomberg: ევროკომისია უკრაინისათვის გამოყოფილი 1.5 მილიარდი ევროს სესხს ბლოკავს – პრობლემურ საკითხად უკრაინის დეფოლტის რისკები სახელდება

88

ევროკომისია უკრაინისათვის გამოყოფილი 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ბლოკავს, ვინაიდან პრობლემურ საკითხად უკრაინის დეფოლტის რისკები სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, თუ უკრაინა ვერ შეძლებს ვალდებულების მომსახურებას, ევროკავშირი მზად უნდა იყოს ზარალის მისაღებად და სესხის გაცემამდე დაზღვევის შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.

კერძოდ, სესხის დანაკარგის რეზერვის სახით ევროკომისია თანხის საერთო მოცულობის 9%-ს მოითხოვს, თუმცა ამ შემთხვევაში, საუბარია 70%-იან რეზერვზე, რაც უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ ევროკომისიის საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნულ სესხს დეფოლტის მაღალი რისკის ზონაში განიხილავს.

ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ უკრაინაში დეფოლტის შემთხვევაში, მიღებული ზარალი დაიფარება და ევროკომისია ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს ეძებს ამ სესხთან დაკავშირებული ზოგიერთი დამატებითი რისკის გასაზიარებლად.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here