Home ახალი ამბები მსოფლიო ბელგიაში ფასების ზრდის გამო, საერთო ეროვნული გაფიცვაა

ბელგიაში ფასების ზრდის გამო, საერთო ეროვნული გაფიცვაა

128

ბელგიაში ფასების ზრდის გამო, საერთო ეროვნული გაფიცვაა. ბრიუსელში აეროპორტიდან ყველა რეისი გაუქმდა, თუმცა რეისების მიღებას აეროპორტი კვლავაც განაგრძობს.

ბელგიის დედაქალაქში არ მუშაობს რამდენიმე მეტროსადგური და ტრამვაი. ქვეყნის მასშტაბით სულ ავტობუსების 60 პროცენტი და ტრამვაის 40 პროცენტი მუშაობს. გაფიცვის მონაწილეები ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

ბელგიაში ინფლაცია ივნისში 9%-ს აღწევს, რაც დიდწილად უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგიაში დასაქმებულები გაცილებით უკეთეს მდგომაროებაში არიან, ვიდრე სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, რადგან მათი ხელფასები ინფლაციის მაჩვენებელის მიხედვით იცვლება. მისივე თქმით, მთავრობამ ბუნებრივ აირზე, ელექტროენერგიასა და საწვავზე მოქმედი შეღავათები წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.

ავტორი – ლევან ახალაია

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here