Home ახალი ამბები საქართველო ახალი გეოსტრატეგიული სამკუთხედი და ხუთი ამხანაგი

ახალი გეოსტრატეგიული სამკუთხედი და ხუთი ამხანაგი

514

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთი კორეა) ფუძემდებელმა კიმ ირ სენმა, რომელიც იბრძოდა იაპონელი (1932-45 ..) და ამერიკელი (1950-53 ..) აგრესორებისა და ოკუპანტების წინააღმდეგ, სოციალისტური სისტემის არსებობისთვის აუცილებელი ფორმულა მოგვცა: „სოციალიზმისა და კომუნიზმის ასაშენებლად საჭიროა ორი ციხესიმაგრის აღებაიდეოლოგიური და ეკონომიკური. იდეოლოგიური საფუძველი თუ არ გაქვს, მხოლოდ საქონლის სიუხვით სოციალიზმისა და კომუნიზმის მშენებლობა შეუძლებელია. მაგალითები იმ ქვეყნებისა, რომლებშიც სოციალიზმმა კრახი განიცადა, გვიჩვენებს: მატერიალური სიუხვე, საიდანაც უნდა მოდიოდეს , სოციალიზმის მშენებლობის თვალსაზრისით, არაფერს მოგვცემს მასების იდეოლოგიური აღზრდის გარეშე“. ღრმა პოლიტიკური და ფილოსოფიური შინაარსის მქონე ეს ნათქვამი სტატიის დასასრულისთვის შემოვინახოთ, ახლა კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბოლო ორ ვიზიტზე შევჩერდეთ  კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში.

კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვლადიმერ პუტინი პირველად არ ჩასულა. ამ სახელმწიფოს იგი ადრეც სტუმრობდა. ასევე იყო კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერ კიმ ჩენ ინის რამდენიმე ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ ვლადიმერ პუტინის ეს ბოლო ვიზიტი განსაკუთრებული მოვლენაა, ვინაიდან იგი უკრაინის გამძაფრებული კრიზისისა და პრაქტიკულად უკვე დაწყებული მესამე მსოფლიო ომის ფონზე წარიმართა. ბი-ბი-სის კორესპონდენტი ლორა ბიკერი წერს: „მოსკოვი და ფხენიანი მოკავშირეები არიან, როგორც თვითონ უწოდებენ, „იმპერიალისტურ დასავლეთთან” ბრძოლაში და მათ სურდათ, აშშ-ისა და ევროპისთვის გაეგზავნათ სიგნალი ერთმანეთთან მათი უფრო მეტად დაახლოვებისა და მომავალი თანამშრომლობის შესახებ”.

ამ ერთ წინადადებაში ყველაფერია ნათქვამი. ამიერიდან მოსკოვი და ფხენიანი ერთად იქნებიან უზნეო და აგრესიული დასავლეთის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკრული. სოციალისტური, ბირთვული კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ხელწამოსაკრავი სახელმწიფო რომ არ არის, ეს მან მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა. ახლა მხოლოდ დასავლეთის „მეხუთე კოლონა” და მისი პროპაგანდით გაბრიყვებული მასა ქირქილებს ჩრდილოეთ კორეასა და მის ლიდერზე. ორ სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთის პრეზიდენტმა ასე შეაფასა: ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება, სხვათა შორის, ითვალისწინებს დახმარებას მასში მონაწილე რომელიმე მხარის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.  მსოფლიო გეოპოლიტიკურ განლაგებაში ეს რევოლუციური მნიშვნელობის მოვლენაა! რამდენიმე წლის წინათ რუსეთი დასავლეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, უდიდესი შეცდომა იყო, მაგრამ ამჯერად დავანებოთ თავი ფაქტის შეფასებას და ყურადღება მხოლოდ მის არსებობაზე გავამახვილოთ. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის შემობრუნების მომსწრენი ვხდებით. რუსეთი, რომელიც პრაქტიკულად დასავლეთის შემადგენლობაში განიხილავდა თავს და ჩრდილოეთ კორეასთან დაპირისპირებაში დასავლეთთან ერთად იდგა, დღეს ამ ქვეყანაში ხელს აწერს დოკუმენტს, რომლის მიხედვით მასზე გარედან თავდასხმის შემთხვევაში მისი დაცვის ვალდებულებას იღებს (ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ანალოგია). როგორ უნდა შემობრუნებულიყო მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება, რომ ეს მომხდარიყო. ამ შემთხვევაშიც ანალიზმა შორს რომ არ გაგვიტყუოს, ფაქტის კონსტანტაციით შემოვიფარგლოთ, რომელიც უაღრესად  მეტყველია. ის გეოპოლიტიკური მოდელი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებულ წესრიგს ძახდით, მთლიანად დაინგრა. დღეს ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები იკვეთება, მაგრამ,  სანამ იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როგორც ჩანს, უმძიმესი კატაკლიზმების გავლა მოგვიწევს.

რაში მდგომარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ეს კონტურები, რომლებიც მხოლოდ იკვეთება? რა არის ის ბაზა, რომელზეც ეს ახალი მოდელი უნდა დაფუძნდეს? ეს შეკითხვები უჩნდება ნებისმიერს, ვინც საკითხთან ახლოს მისვლას ცდილობს. ეს რთული ამბავია და გასაკვირი არც არის, რომ მის შესახებ მსჯელობისას ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ჩნდება. ვერსია, რომელიც დღეს მინდა შემოგთავაზოთ,  ზომაზე მეტად თამამი და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მიუღებელი შეიძლება გეჩვენოთ, მაგრამ  ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შემოთავაზებულ ვერსიას არსებობის უფლება არ აქვს.

დავაკვირდეთ, რა მთავარი ტენდენცია იკვეთება უკრაინის კრიზისის ფონზე და მის პარალელურად (უკრაინის კრიზისი პირობითი სახელია, სინამდვილეში ეს კაპიტალიზმისა და დასავლური იმპერიალიზმის კრიზისია, რომლის  დაძლევა მხოლოდ სისტემის დემონტაჟით, უფრო ზუსტად,  მისი ნგრევით არის შესაძლებელი). საკითხი ასე დგას: ან რუსეთი უნდა დაინგრეს, ან მსოფლიო კაპიტალიზმი. რუსეთის დანგრევა (რაც შეუძლებელია) იმ კრიზისს ვერ მოხსნის, კაპიტალიზმის უკანასკნელ სტადიას რომ ახლავს. ამ კრიზისს მხოლოდ დასავლური იმპერიალიზმის ნგრევა (რაც გარდაუვალია) მოხსის, მაგრამ  არც ეს პროცესი იქნება უმტკივნეულო. აი, ამ პროცესებში უნდა ვეძებოთ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების ბაზა.

რუსეთი თვითონაც მსოფლიო კაპიტალისტური სისტემის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ უკრაინის კრიზისის გამწვავებისა და რუსეთთან დასავლეთის დაპირისპირების შემაშფოთებელი ზრდის ვითარებაში იგი ჩინეთს დაუკავშირდა და მათ შორის, ფაქტობრივად, სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდა. რას წარმოადგენს ჩინეთი? – ჩინეთი სოციალისტური (კომუნისტური) სახელმწიფოა!

უკრაინის კრიზისის გამწვავებისა და კონკრეტულად მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის ფაშისტურ რეჟიმს რუსეთის ტერიტორიების დაბომბვის ნება დართო, რუსეთი კუბასთან მოლაპარაკების შედეგად სამხედრო ფლოტს (წყალქვეშა გემის მონაწილეობით) ამ ქვეყანაში გზავნის და სამხედრო ძლიერების დემონსტრირებას უშუალოდ აშშ-ის საზღვართან ახდენს. რას წარმოადგენს კუბა? – კუბა სოციალისტური (კომუნისტური) სახელმწიფოა!  უკრაინის კრიზისის გამწვავებისა და მსოფლიო ომში გადაზრდის რეალური საფრთხის გაჩენის შემდეგ პუტინი კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩადის და, პრაქტიკულად, სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებს. რას წარმოადგენს ჩრდილოეთი კორეა? ჩრდილოეთი კორეა სოციალისტური (კომუნისტური) სახელმწიფოა.

ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვიეტნამს სტუმრობს და პრეზიდენტ ტო ლამთან  ჩრდილოეთ კორეის ანალოგიურ ხელშეკრულებებს აფორმებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. რას წარმოადგენს ვიეტნამი? ვიეტნამიც სოციალისტური (კომუნისტური) სახელმწიფოა. ასეც ჰქვია: ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა.

ეს რა არის –  მე მეჩვენება თუ რუსეთის ლიდერი მოკავშირეებს მხოლოდ სოციალისტურ სახელმწიფოებში ეძებს? იქნებ უფრო ზუსტი ფორმულირებაა მოსაძებნი? ვთქვათ ასეთი: საქმე საქმეზე როდესაც მიდგა, კაპიტალისტურ რუსეთს მოკავშირეებად სოციალისტური სახელმწიფოები გამოუჩნდნენ. რით უნდა აიხსნას ეს უცნაური ფაქტი? საქმე, ალბათ, ის არის, რომ, მიუხედავად საბაზრო ურთიერთობების აბსოლუტური დომინანტისა, რუსეთი რაღაცით არ ეწერება და არც არის დასავლური იმპერიალიზმის ორგანული შემადგენელი ნაწილი. რას ნიშნავს ეს? როგორ თუ კაპიტალისტური რუსეთი არ არის კაპიტალისტური სამყაროს სრულფასოვანი წევრი? საქმე ისაა, რომ დასავლური იმპერიალიზმისთვის მთავარი ღირებულება არც საბაზრო ეკონომიკაა და არც კაპიტალისტური ურთიერთობები. მათთვის გადამწყვეტი ის იდეოლოგიური ქვაკუთხედი, ომელსაც ლიბერალები ქადაგებენ: თავისუფლების ვულგარული გაგება; გარყვნილების კულტი და პროპაგანდა; ზნეობისა და ღირსების განადგურება; გულისამრევი კოსმოპოლიტიზმი და პრაგმატიზმი ყველგან და ყველაფერში. რუსეთი კი, მიუხედავად კაპიტალისტური სისტემისა, ტრადიციულ ღირებულებებს (ილია ჭავჭავაძის ფორმულირებით – მამული, ენა, სარწმუნოება) ეყრდნობა, რაც (დააკვირდით!) ასე საოცრად ახლოს დგას სოციალიზმის ფუძემდებლურ პრინციპებთან, სადაც ადამიანი ადამიანისთვის მგელი კი არა, მეგობარია. გასული საუკუნის 80-იან, 90-იან წლებში რუსეთში პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა კი დაანგრიეს, მაგრამ საზოგადოებრივი ცნობიერება გადარჩა, რის გამოც იგი დასავლური იმპერიალიზმის რგოლში დღემდე უცხო სხეულად აღიქმება. დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების მთავარი მამოძრავებელი სხვა რამ არის, მაგრამ ეს ცნობიერი (მენტალური) დაპირისპირებაც, რომელიც უდავოდ არსებობს, თავის საქმეს აკეთებს. რუსეთი არამხოლოდ მსოფლიო მართლმადიდებლობის, არამედ მსოფლიო ქრისტიანობის ბურჯია, ამიტომაც დაუმკვიდრდა მას ისტორიულად მესამე რომის სტატუსი. ეს სტატუსი მისთვის ოფიციალურად არავის მიუნიჭებია, მაგრამ, ერთმა არაოფიციალურმა გამონათქვამმა საუკუნეებს რომ გაუძლო, ეს უკვე ყოველგვარ ოფიციალურ სტატუსზე მაღალი რეგალიაა. უფრო შორსაც შეიძლება წასვლა: რუსეთი არამხოლოდ მართლმადიდებლობის და არამხოლოდ ქრისტიანობის ბურჯია, იგი ყველა კლასიკური რელიგიის შემფარებელი, მომვლელი და პატრონია, რადგან ყველა რელიგია ზნეობის, სიყვარულის და მშვიდობის მქადაგებელი საზოგადოებრივი ინსტიტუციაა. რუსეთს დღეს ოფიციალური იდეოლოგია არ გააჩნია, მაგრამ მის არაოფიციალურ იდეოლოგიად, ერთი მხრივ, რჩება ადამიანი, ოჯახი, საზოგადოება; მეორე მხრივ კი –  სახელმწიფო, ისტორიის უწყვეტობის პრინციპი და პერსპექტივა. ეს ძირითადი განსხვავებები დასავლეთსა და რუსეთს სხვა და სხვა ცივილიზაციებს აკუთვნებს. მიუხედავად იმისა,  რამდენი მილიარდერი, ოლიგარქი და ზემდიდარი ადამიანი იარსებებს რუსეთში, რუსი ხალხი სოციალისტური მენტალობის ხალხად დარჩება. აქედან გამომდინარე, სულაც არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ რუსეთის ირგვლივ თავდაცვის აღმოსავლური (სოციალისტური) ბლოკი იკვრება. რუსეთმა (უკრაინის კრიზისის ფონზე) ნახა, იგრძნო და განიცადა სოციალისტური სისტემის უპირატესობა კაპიტალისტურზე. ეს მოხდა, როგორც ხელისუფლების, ასევე ხალხის დონეზე. ამას დაემატა ისიც, რომ მისი ბუნებრივი, ნაღდი მოკავშირეები მხოლოდ სოციალისტური სახელმწიფოები აღმოჩნდნენ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ პლანეტა არამხოლოდ ახალ მსოფლიო წესრიგს, არამედ ახალ სოციალისტურ მსოფლიო წესრიგს უნდა ელოდოს. მოსალოდნელ გლობალურ კატასტროფას თუ გადაურჩა, კაცობრიობა არამხოლოდ მრავალპოლუსიანობისა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, არამედ სამართლიანობის პრინციპსაც დაეყრდნობა და მას ადამიანური და საზოგადოებრივი არსებობის ის უმთავრესი მამოძრავებელიც დაუბრუნდება, რომელიც ასე ვერაგულად წაართვეს – აზრი.

აი, ეს მიზანი ამოძრავებს ხუთეულს – მოსკოვს, პეკინს, ფხენიანს, ჰავანას, ანოის, სადაც ერთმანეთს უკვე დიდი ხნის წინათ დავიწყებული სიტყვით მიმართავენ – ამხანაგო! სწორედ ამ მიზნით ახალი გეოსტრატეგიული სამკუთხედის სახით იკვრება აღმოსავლეთის სამი ბირთვული „დერჟავა“ – რუსეთის ფედერაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც აღმოსავლური ბირთვული ბლოკი. პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე საზღვარგარეთელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პუტინმა განაცხადა: რაკი აშშ და ნატო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების გზას  დაადგნენ, რუსეთი თავდაცვის მიზნით იძულებული იქნება, შეაიარაღოს თავისი  მოკავშირე სახელმწიფოები. ეს სახელმწიფოებიც თანდათანობით ჩნდებიან. შედეგებიც არ დააყოვნებს.

ახლა კი კვლავ მივუბრუნდეთ კორეელთა დიდი ლიდერის, კიმ ირ სენის, იმ ნათქვამს, რომლითაც ეს სტატია დავიწყე: „სოციალიზმისა და კომუნიზმის ასაშენებლად საჭიროა ორი ციხესიმაგრის აღება – იდეოლოგიური და ეკონომიკური… მატერიალური სიუხვე, საიდანაც უნდა მოდიოდეს იგი, სოციალიზმის მშენებლობის თვალსაზრისით არაფერს მოგვცემს მასების იდეოლოგიური აღზრდის გარეშე”. რუსეთი დღეს მეოთხე ეკონომიკაა მსოფლიოში, მაგრამ ხალხთა კეთილდღეობის გარანტი ეს ვერც იქნება და არც არის, რადგან მას არ აქვს ის იდეოლოგია, რომელიც მატერიალურ სიუხვესა და მზარდ დოვლათს ხალხის კეთილდღეობისკენ მიმართავს. ვფიქრობ,  რუსეთი უკვე შეუდგა ამ იდეოლოგიის მშენებლობას.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here