Home ახალი ამბები მსოფლიო “აი ქალი, რომელმაც დაიწყო ომი”

“აი ქალი, რომელმაც დაიწყო ომი”

97

რუსეთის პრეზიდენტმა გაიხსენა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბრიტანეთმა ფოლკლენდის კუნძულების გამო არგენტინასთან ომი დაიწყო, _ იუწყებატასს”-.

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინტრ ბორის ჯონსონის რეპლიკაზე “ქალი ომს არასდროს დაიწყებდა”, _ გაიხსენა 1979-1990 წლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი მარგარეტ ტეტჩერი და ვითარება ფოლკლენდის კუნძულებზე.

“მე ახლა არ დავიწყებ ლაპარაკს “თუ ასე იქნებოდა, რა მოხდებოდა”… _ აღნიშნა რუსეთის ლიდერმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე სურს უახლესი ისტორიიდან ერთი მოვლენის გახსენება, როცა მარგარეტ ტეტჩერის გადაწყვეტილებით ბრიტანეთმა ომი დაიწყო არგენტინასთან ფოლკლენდის კუნძულების გამო.

“აი ქალი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო მოქმედების დაწყების შესახებ”, _ განაცხადა პუტინმა 29 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here