Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: თუ რომელიმე მეუფე უარს იტყოდა ავტომობილის მიღებაზე გადადიოდნენ უშუალო მუქარაზე!

ნანა კაკაბაძე: თუ რომელიმე მეუფე უარს იტყოდა ავტომობილის მიღებაზე გადადიოდნენ უშუალო მუქარაზე!

589

უფლებადამცველ  ნანა კაკაბაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მანქანებს ურიგებდა  მეუფეებს,  რომლებშიც დამონტაჟებული იყო ჩამწერი მოწყობილბა, რათა კომპრომანტები მოეპოვებინათ სასულიერო პირებზე. 

„ნაცმოძრაობამ  “ტოიოტას” ჯიპები გამიზნულად დაურიგა მეუფეებს, რათა ეს ფაქტი საზოგადოებაში გახმაურებულიყო და ამითი გამოეწვიათ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება სასულიერო პირებისადმი. ამ ავტომობილებში დამონტაჟებული იყო ჩამწერი მოწყობილობები და ამითი წინა ხელისუფლება ცდილობდა კომპრომატები მოეპოვებინა მეუფეებზე. რამოდენიმე მეუფეს არ სურდა მიეღო სახელმწიფოსგან ეს ჯიპები, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები რეკავდნენ საპატრიარქოს კანცელარიაში და აცხადებდნენ, რომ თუ რომელიმე მეუფე უარს იტყოდა ავტომობილის მიღებაზე “დაინახავს რაც მოუვა-ო”, გადადიოდნენ უშუალო მუქარაზე”. – განაცხადა უფლებადამცველმა  ნანა კაკაბაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here