Home რუბრიკები პოლიტიკა მეუფე პეტრე: 2009 წელს შორენა თეთრუაშვილმა მოწამლა პატრიარქი პრეზიდენტთან...

მეუფე პეტრე: 2009 წელს შორენა თეთრუაშვილმა მოწამლა პატრიარქი პრეზიდენტთან პურობაზე

580

მეუფე პეტრე ცაავამ დაადასტურა, რომ 2009 წელს, ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს პატრიარქს სტუმრობდა მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ პურობას ესწრებოდა თვითონ მეუფეც. მისი თქმით, მაშინ პატრიარქის მოწამვლასთან დაკავშირებით ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა დაეწყო გამოძიება.

„გვემსახურებოდა ქალბატონი მდივან-რეფერენტი, პრეზიდენტი მიირთმევდა შემოთავაზებულ ყველა ულუფას, ჩაის, ღვინოს, ყავას. მეორე დღეს კი, პატრიარქი ხდება ცუდად, ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში. შემდეგ იგი გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. მაშინ ე.წ. უფლებადამცველი კაკაბაძე, არამზადა გიორგი ანდრიაძე, თუ გაიხსენებთ 2009 წლის იანვრის პრესას, წერდნენ, რომ მოწამლეს პატრიარქი. მაგრამ მაშინ არ ეყო ხელისუფლებას გამბედაობა, დაეწყო გამოძიება. მე ვფიქრობ, რომ ამჯერზე მაინც უნდა გაკეთდეს,“ აცხადებს მეუფე პეტრე.  „2004 წელს გურამ შარაძეს გაახმოვანებინეს ისევ მოწამვლის ფაქტი, რომელიც ამჯერად დააბრალეს მეუფე დანიელს. არასდროს ეს ფაქტები არ გამოძიებულა. ამიტომ ეს ქალბატონი ყოველთვის გამოძვრა და თავი გადაირჩინა“. –  განაცხადა მეუფე პეტრემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here