Home რუბრიკები საზოგადოება ახალი ტყვიამფრქვევი “პეჩენეგ-სპ”

ახალი ტყვიამფრქვევი “პეჩენეგ-სპ”

1593

კოვროვში (რუსეთი), დეგტიარევის სახელობის ქარხანაში მოდერნიზებული ტყვიამფრქვევის _ “პეჩენეგსპ”- პირველი პარტია დაამზადეს.

ეს არის 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევ “პეჩენეგის” მოდერნიზებული ვერსია, რომლის ძირითად ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლებს საიდუმლოდ ინახავენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალ იარაღში, რომლის დასამზადებლადაც მუშაობა 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოყენებულია ტიტანი.

“პეჩენეგ-სპ”-ზე შეიძლება დამაგრდეს ე.წ. პიკატინის თამასა უნიფიცირებული ოპტიკური სამიზნე 1Ï89-3-ისთვის. იარაღის კონსტრუქციაში დამატებულია დასაკეცი კონდახი და ტაქტიკური სახელური ცეცხლის მოხერხებულად საწარმოებლად. ტყვიამფრქვევის ნაწილები იკეცება და მისი სიგრძე კალაშნიკოვის ავტომატურ იარაღზე 3 სმ-ით ნაკლები ხდება. აქვს, აგრეთვე, მოკლე ლულა უხმაუროდ სასროლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here