Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავით (ნოზაძე): ეს არის ნარკომანიის წახალისება და უახლოეს მომავალში ძალიან მძიმე...

მამა დავით (ნოზაძე): ეს არის ნარკომანიის წახალისება და უახლოეს მომავალში ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს ეს ყველაფერი.

1401

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 15 თებერვალს ძალადაკარგულად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260- მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენაშენახვაზე თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას გულისხმობს. შესაბამისი მოთხოვნა მითითებული იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინებაში. სადაო ნორმა ძალადაკარგულად საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნეს და სასამართლომ დაადგინა, რომ დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ მისივე ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, იმ პირობებში, როდესაც მარიხუანის შეძენითა და შენახვით იგი ზიანს არ აყენებს სხვის ჯანმრთელობას.

კონკრეტულად რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება, რამდენად ჯდება იგი კონსტიტუციის ნორმებში და ზოგადად, რას მოუტანს სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის თემქის წმინდა მარკოზ ეფესელის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით (ნოზაძეს) დაუკავშირდა.

მამა დავით (ნოზაძე):- ღმერთმა აკრძალვები იმიტომ დააწესა, რომ აუცილებელია: არ მოიპარო, არ იმრუშო, ცილი არ დასწამო… ქვეყანა, რომელიც უფლის მიერ დაწესებულ აკრძალვებს ნელ-ნელა უარყოფს, შორს ვერ წავა. ამასწინათ ერთ-ერთი გადაცემის რეკლამა ვნახე, გამოჰყავთ მრღვდელი და ამბობს, სახლში მაქვს მარხუანა დათესილიო. ასე ხდება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და რაზე უნდა ელაპარაკო ამ ხალხს. სასულიერო პირი რომ იტყვის, ნარკოტიკებს ვიღებო და თან ამას ისე ამბობს, თითქოს არაფერი, იმას რა უნდა მოთხოვო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ანტიკონსტიტუციური და იმ ადამიანებმა, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, უნდა იცოდნენ, რომ ძალიან დიდ ცოდვაში ჩაიგდეს თავი. ეს გადაწყვეტილება არის პირდაპირ ნარკომანიის დაკანონება და წახალისება, იმიტომ რომ ის, ვინც ნარკოტიკების მოხმარებისგან თავს იკავებდა კანონის შიშით, ახლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაიწყებს მის მიღებას. სწორად გამიგეთ, რის თქმა მინდა, მე არავის დაჭერა არ მიხარია, მაგრამ კანონი უნდა იყოს მკაცრი დანაშაულის მიმართ. პავლე მოციქული ამბობს: ხელისუფალს მახვილი იმიტომ უჭირავს ხელში, რომ ვინც ბოროტია, ბოროტებას არ ჩადიოდეს. ანუ, ეს რას ნიშნავს, სიმკაცრე იმისთვის კი არაა საჭირო, რომ ვიღაცას ვიღაცის დასჯა უხარია, არა, იმირთვის, რომ დანაშაული და ცოდვა არ გამეფდეს ადამიანზე. საერთოდ, ნებისმიერი მსგავსი საკანონდებლო შემსუბუქება ადამიანს რყვნის და საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მხრივ ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ნარკომანიის წახალისება და უახლოეს მომავალში ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს ეს ყველაფერი.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here