Home რუბრიკები პოლიტიკა რა ქენი ბიძინა ეს ?!

რა ქენი ბიძინა ეს ?!

509

ტელეკომპანია “რუსთავი 2” გადაცემა P.S.-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ერთში გასულ სიუჟეტს, რომელიც თბილისში დამონტაჟებულ საზოგადოებრივ ტუალეტებზე იყო, თავისი „მოკრძალებული“ შეფასება გაუკეთა.

თუთიყუშმა „გაბომ“ თავისი პატრონის დავალება 10-ზე შეასრულა, იმდენი ილაპარაკა განავალზე და ტუალეტზე, თან ისე ხატოვნად, რომ შესაძლოა თბილისის მერს ალბათ  ცოტათი ნერვიც კი შეუტოკდა. კარგად ვიცით ჩვენი „ნარმო“  როგორ გიჟდება ჟურნალისტებზე, განსაკუთრებით რუსთავი 2-ის. გვარამია ალბათ მთელი ღამე ფიქრობდა  ტექსტზე, რომელიც გაბუნიამ ჩამოამღერა კვირას გადაცემაში. შთაგონების წყარო ალბათ თავად სიუჟეტი იყო და შემდეგ „გაბოს“ დაავალა, გემრიელად „დაეჯვათ“ ნარმანიასთვის.

„ისეთი ხდებოდა კადრებში, რომ ტელევიზორებიდანაც გამოჟონა სუნმა. აი, ამას ქვია უნიტაზში ჩაყრილი 100 000 ლარი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ოღონდ ეს ხალხის ფულია და მერიას უნიტაზში ჩარეცხვაც კი არ გამოსდის წესიერად, იმიტომ რომ მისი უნიტაზები კანალიზაციას არ არის მიერთებული და ეს სულაც არ არის სასაცილო. ის, რასაც თბილისის მერია აკეთებს ეს არის საზოგადოების დაცინვა, შეურაცყოფა და დანაშაული. ალბათ, დავით ნარმანიას დააავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს. მას ალბათ, ისევ სადმე სოფელში გონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ კანალიზაციის გარეშე. თბილისი თქვენი განავლის დასაგროვებელი ორმო არ არის ბატონო დავით! თქვენს საკუთარ სახლში თქვენი ნებაა საერთოდ ნუ აიშენებთ ტუალეტს და თუ გინდათ პირდაპირ იატაკზე მოისაქმეთ, ოღონდ როდესაც თქვენ სახელმწიფოს სახსრებით და ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა გაქვთ ჩაბარებული ბატონო მერო, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენს კოლექტივთან ერთად ცოტა მეტი გონება და მეტი მონდომება დაატანეთ იმ საქმეს, რომელიც თქვენ ხალხმა ჩაგაბარათ, თორე მე თუ მკითხავთ, თბილისის მერია დიდი ხანია მის მიერვე აშენებულ უფუნქციო ტუალეტებს დაემსგავსა!“ – განაცხადა გაბუნიამ გადაცემა P.S. ეთერში.

საინტერესოა, გაბუნიას რამე თუ სმენია ჟურნალისტიკური ეთიკის ნორმების შესახებ?  რა უნდა ვუწოდოთ ისეთ ქვეყანას, სადაც ე.წ. ჟურნალისტი სახელმწიფო მოხელეზე ასეთი სითავხედით და პათოსით ლაპარაკობს. გაბოროტებული დირექტორის სახელით, რომელიც დღეს გისოსებს მიღმა უნდა იმყოფებოდეს და არა სავარძელში დოქტორი „კლანჭასავით“. სად არის ძაღლის თავი დამარხული ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ რა უფრო დიდი დავანაშაულია – რუსთავი 2 დირექტორის სავარძელში ნამუსგარეცხილი გვარამიას ჯდომა თუ ივანიშვილის მიერ დაშვებული კოაბიტაცია ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

რა ქენი ბიძინა ეს?!

ზოგჯერ დანაშაულის ჩადენაზე უფრო დიდი  დანაშაული უმოქმედოდ ჯდომაცაა! 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here