Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ში წარმოებაში მსოფლიოს პირველი ტრანსგენდერი თოჯინა გამოვიდა

აშშ-ში წარმოებაში მსოფლიოს პირველი ტრანსგენდერი თოჯინა გამოვიდა

803

აშშ-ში Tonner Doll კომპანიამ წარმოებაში გაუშვა ახალი პროდუქცია – ტრანსგენდერი თოჯინა, რომელიც 25 $-ით ნაკლები ეღირება ბარბის თოჯინასთან შედარებით, ხოლო სამომხმარებლო პაკეტის მინიმალური ასაკობრივი  ცენზი 8 ასაკიდან დაიწყება. 

კომპანიის შთაგონების წყარო  ამერიკელი ტრანსგენდერი გოგონა ჯაზ ჯენინგსია, რომელიც თავიდან მამაკაცი იყო, მისი თქმით, 3 წლის ასაკში მიხვდა რომ ქალი იყო, მშობლები დაარწმუნა და გაიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია, გახდა გოგონა. „ჟურნალ Time Magazine-ზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ის იყო ყველაზე პოპულარული ტრანსგენდერი 2014-15 წლებში, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ამერიკელი თინეიჯერების ცნობიერებაზე“. –  ამბობს ABC News.

თოჯინა რეალიზაციაში გავა მომდევნო კვირას ნიუ ორკში. ტრანსგენდერი თოჯინა წარმოდგენილი იქნება კომპანიის საიტზე და მისი შეძენა 50 მაღაზიაში იქნება შესაძლებელი მთელი ქვეყნის მაშტაბით. კომპანიის განცხადებით, თემის აქტუალობიდან გამომდინარე ტრანსგენდერი თოჯინას დებიუტი სათამაშოების სამყაროში წარმატებული იქნება. პროდუქციას შეიძენს არა მხოლოდ „ლგბტ“ საზოგადოების წარმომადგენელი, არამედ უბრალო მოქალაქეები, რომლებიც არიან ულტრალიბერალური ფრთის მხარდამჭერები.

თოჯინა სიმაღლეში იქნება 45 სანტიმეტრი და მისი ღირებულება იქნება 89.9 $, ამის შესახებ იუწყება Associated Press-ი. მსგავსი ფორმის, ზომის და ფორმატის თოჯინები ბაზარზე 115 $-ად იყიდება, გამოდის სხვაობა 25 $ იქნება, რაც ასევე კომპანიის მიერ შემუშავებული მარკეტინგული ხრიკია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here