Home რუბრიკები პოლიტიკა თემთა პალატამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე კანონპროექტი დაამტკიცა

თემთა პალატამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე კანონპროექტი დაამტკიცა

553

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედებასა და შესაბამისად, ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურების დაწყების შესახებ.

კანონპროექტს თემთა პალატის 494 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ გამოვიდა 122.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას დეპუტატების ნაწილმა სტვენა დაიწყო, შემდეგ კი ევროკავშირის ჰიმნი იმღერეს.

კანონპროექტი განსახილველად დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატას გადაეცემა.

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ 24 იანვარს დაადგინა, რომ პრემიერ ტერეზა მეის ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურის დასაწყებად პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

პირველ თებერვალს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედებას მხარი დაუჭირა.

რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერ ტერეზა მეის უფლება მისცა დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პროცედურა ოფიციალურად დაიწყოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here