Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი: სერბი ხალხის დაბომბვა დიდი შეცდომა იყო. კლინტონების აზრით, ეს წარმატება იყო,...

ტრამპი: სერბი ხალხის დაბომბვა დიდი შეცდომა იყო. კლინტონების აზრით, ეს წარმატება იყო, ჩემთვის კი ეს სამარცხვინოა!

940

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ბილ კლინტონი სერბეთში განხორციელებული იერიშების გამო, რადგან თვლის, რომ ეს სერბების წინაშე ჩადენილი დიდი დანაშაულია, რადგან ისინი ორივე მსოფლიო ომში ამერიკის მოკავშირეები იყვნენ. 

„სერბი ხალხის დაბომბვა ძალიან დიდი შეცდომა იყო. კლინტონების აზრით ეს წარმატება იყო, ჩემთვის კი ეს სამარცხვინოა!“ – განაცხადა ტრამპმა. რატომ ებრძვის მთელი დასავლური კორპორატიული ჯიბის მედია ტრამპს? ალბათ იმიტომ, რომ ის ბევრ საკითხზე მწარე სიმართლეს ამბობს.

„კლინტონებმა მოაწყვეს უწესრიგობა ბალკანეთსა და კოსოვოში. შეხედეთ, რა დავმართეთ სერბებს ჩვენი დაბომბვით. ესენი სწორედ ის სერბები არიან, რომლებიც ჩვენს გვერდით იბრძოდნენ მსოფლიო ომებში. მე ბოდიშს ვიხდი თითოეული სერბის წინაშე ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ გადამდგარი არასწორი ქმედებების გამო, პირველ რიგში კლინტონის გამო. ჩვენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად მოკავშირეები გვჭირდება, რომლებსაც გააჩნიათ გამოცდილება მსგავს ბოროტებასთან საბრძოლველად. მე რომ არ გავმხდარიყავი პრეზიდენტი კაცმა არ უწყის რა მოხდებოდა დღეს, არაფერი შეიცვლებოდა საგარეო პოლიტიკაში“. – განაცხადა ტრამპმა. 

6 COMMENTS

  1. მართალია შვილო სერბებთან ბრძოლა დიდი შეცდომაა. ახლა მთავარია ომის სწორი მიმართულება კაცობრიობის მოღალატეთა წინააღმდეგ.

  2. არა მარტო სერბებთან ომი საერთოდ რუსები და ამერიკელები თუ მართლაც მართლმადიდებლები და ქრისტეს რჯულის მიმდევრები არიან , არ უნდა დაუშვან საკუთარი სულიერი დების , ძმების და უდანაშაულო მოქალაქეების დახოცვა, მათი ოჯახების განადგურება მოსპობა და საკუთარი მიწა–წყლიდან აყრა , იქნება სამართლმა პური ჭამოს თუ ბატონი ტრამპი ამ თემაზე გულწრფელად საუბრობს აფერუმ მის ადამიანობას ღმერთმა ხელი მოუმართოს !!!

  3. თუ ბატონი ტრამპი ამ თემაზე ალალად საუბრობს ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე და ამერიკელების მიერ, სერბი ხალხის წინაშე ჩადენილ ცოდვას და უამრავ დანაშაულს, წრფელი გულით ინანიებს იქნება დადგა დრო ეს ფაქტი აღნიშნული და შეფასებული იქნეს, როგორც ამერიკელი ხალხის აღიარება და იმ ადამიანებს კომპენსაცია შესთავაზონ იმ მატერიალური დ ამორალური ზარალის გამო რაც მიადგა სერბებს იმ საშინელი დაბომბვის და ხალხის დახოცვის გამო

  4. როგორც იქნა მსოფლიოში გამოჩნდა სიმართლის მთქმელი პოლიტიკოსი

  5. სერბებთან ომში ახურდავებს ტრამპი სერბეთში არსებული დიქტატურის წინააღმდეგ ამერიკის ბრძოლას, რომ არ ეომა მაშინ ბალკანეთზე ამერიკას ბალკანელებს შორის რუსეთით წაქეზებულ ბრძოლებს უარესი შედეგები ექნებოდა დიდი ალბათობით, მაგრამ ტრამპს ამერიმის ავტორიტეტი არ ანტერესებს თუ ის მისი პოპულიზმის საპირწონედაა გასასვრელი. აი საქართ ელოს ღვთის იმედზე გაერთიანების მორწმუმენეებს კი ამას ვერ გააგებინებ.

  6. სიმართე,რომელიც უფრო დიდ ტყუილს და ბოროტებას დაუდებს სათავეს.. აკი თვითონვე ამბობს რომ მოკავშირე ჭირდება. რომ არ ჭირდებოდეს ტრამპს სერბეთი გააკეთებდა ამ განცხადებას?!მე არ მგონოა რომ გაეკეთებინა.. შეინანეს ჩადენილი??? მაშინ გამოიღონ ჭეშმარიტი ნაყოფი სინანულისა… გაიწვიონ უკან კოსოვოს აღიარება..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here