აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უნდა შეწყდეს და განთავისუფლდეს პოლიტიკა საეკლესიო პირების ჩარევისაგან. მისი აზრით, ეკლესია არ უნდა იღებდეს პოლიტიკურ საქმიანობაში არანაირ მონაწილეობას, რადგან მას სრულიად განსხვავებული დანიშნულება აქვს.
„ლგბტ“ საზოგადოების განცხადებით, ტრამპი ცდილობს ამგვარად მოახდინოს უმცირესობათა უზურპაცია და ამისათვის ის რელიგიას იყენებს. ტრამპის მიზანია, რომ გაანთავისუფლოს პოლიტიკა რაიმე სახის ზეწოლისგან, რაც შეიძლება ეკლესიის მესვეურებმა და საგანმანათლებლო სისტემაში მომუშავე მუშაკებმა მოახდინონ ამომრჩევლებზე. აშშ-ში წინასაარჩევნო პერიოდში მუდმივად ხდებოდა პროპაგანდა ამა თუ იმ კანდიდატთა სასარგებლოდ, ტრამპის აზრით ეს არასწორია. არც ეკლესიაში და არც საგანმანათლებლო დაწესებულებში არ უნდა ხდებოდეს აგიტაცია და პროპაგანდა.
„მე თავიდან მოვიშორებ და მთიანად გავანადგურებ ჯონსონის შესწორებებს და მხოლოდ იმ დებულებებს დავტოვებ, რომელიც ეკლესიაში თავისუფლებას და თანასწორობას ქადაგებს. მე ამას გავაკეთებ, დაიმახსოვრეთ“, – ეს სიტყვები წარმოთქვა ტრამპმა აშშ-ის პოლიტიკოსების, ეკლესიის წარმომადგენელთა და სხვა დამსწრე სტუმართა წინაშე.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ტრამპს არ სურს, რომ მის ქვეყანაში რომელიმე მოქალაქის ინტერესები დაზარალდეს მათი მრწამსის გამო. თეთრი სახლის განცხადებით, აქამდე მათ არ უმუშავიათ ამ მიმართულებით. ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გამოდიოდა ჯონსონის შესწორებების წინააღმდეგ და მხარს უჭერდა ევანგელურ ქრისტიანურ ეკლესიას.
კოტე მე მგონი არსწორადაა თარგმნილი პირიქით ნებას რთავს ეკლესიებს ჩარევის წყარო ნახე
dawerili unda shesruldes. es yvelaferi meored mosvlis bolo nishania
ნება დართული ისედაც აქვს. გამეორება ან სპეციალური განცხადება რაში დაჭირდა ამასთან დაკავშირებით?
gmerti tavisi ganzraxvis shesasruleblad adamianebs ikenebs,diax vetanxmebi jubas,dacerili unda agsruldes.