ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საუკეთესოს გვიქადის და რომ ამ ცვლილებებმა საუკეთესო გარე გარემო უნდა შექმნას შიდა ცვლილებებისათვის. იგი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ვინც დასავლეთის სერიოზულ პრესასა და გამოცემებს ადევნებდა თვალს, შეამჩნევდა, სერიოზული ადამიანები როგორ ანალიზებს აკეთებდნენ და გამოთქვამდნენ შეშფოთებას იმ მარაზმის გამო, რასაც ე.წ. „გლობალისტებისა” და ულტრა-ლიბერალურ ქურქში გახვეული ნეო-ბოლშევიკების პოლიტიკას მოჰყვა!
ამ კვლევებში ერთ ერთი სერიოზული საკითხი ასე იდგა:
თუ სსრ კავშირი დაინგრა მომენტალურად, როგორც ხუხულა, რომელსაც არავინ ელოდა, იგივე მომენტალური რღვევა შეიძლებოდა თუ არა განეცადა აშშ-საც! დიახ! აშშ-ში ჯანსაღ ხალხს და ჯანსაღ ელიტას აღმოაჩნდა დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და ნაგავი გახვეტა… ასე, რომ რაც ხდება – ყველაფერი საუკეთესოსკენაა! ამ ცვლილებებმა საუკეთესო გარე გარემო უნდა შექმნას შიდა ცვლილებებისათვის და… ეს ასეც მოხდება, თუ ქართველებს ხელი არ ჩაუქნევიათ საკუთარ მომავალზე!” – წერს გიორხელიძე.