Home რუბრიკები საზოგადოება რა ღონისძიებების ჩატარებას გეგმავენ ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციები 17 მაისს?!

რა ღონისძიებების ჩატარებას გეგმავენ ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციები 17 მაისს?!

486

კულუარული ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ლგბტ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მიმდინარე წლის 17 მაისს გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადებიან. სანდო წყაროს ცნობით, ისინი, თავიანთ აქტივისტებთან ერთად, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მსგველობას გეგმავენ და სხვადასხვა სახის პერფორმანსების ჩატარებას აპირებენ.

რა რეაქცია ექნება მოსახლეობას ამ ყველაფერზე, რას უნდა ველოდეთ და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყანაში საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელი ქმედებების ვერ განახორციელოს, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის „ქართული იდეის“ ხელმძღვანელსა და დამფუძნებელს ლევან ჩაჩუას დაუკავშირდა.

ლევან ჩაჩუა:- ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ახლა ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მათი დრო დასრულდა და ძველებურად გრანტებს ვეღარ მიიღებენ. ამიტომ, რაღაც უნდა ქნან. ვიღაცა უნდა გააღიზიანონ, ვიღაცა პროვოკაციაზე წამოაგონ და მერე ყველა ერთად აყაყანდებიან, საზოგადოება ძალადობსო. ასე არსებობდნენ ისინი დღემდე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, როცა სათავეში მოვა ნორმალური ხელისუფლება, ამ გადაგვარებული ადამიანების ბოგინი დამთავრდება. ეს მოხდება საკანონდებლო დონეზე და მერწმუნეთ, აქ აუცილებლად იქნება მიღებული კანონი, რომელიც აკრძალავს ნებისმიერი გარყვნილების პროპაგანდას. თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ამის იმედი არ უნდა გვქონდეს.

რაც შეეხება 17 მაისს, თუ კი რომელიმე „ენჯეო“ ამ დღეს რამე ღონისძიებას ჩაატარებს, ეს იქნება პირდაპირ დესტრუქცია დაძაბულობის შექმნის მიზნით. ამის დამგეგმავები და განმახორციელებლები, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და მომავალში მსგავსი პროვოკაციები უნდა გამოირიცხოს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here