ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში 80 წლის ქალმა დანით ყელი გამოიჭრა.
ადგილობრივების თქმით, მარტოხელა მოხუცი ავადმყოფობდა და თავს შეუძლოდ გრძნობდა, რამაც სავარაუდოდ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. გარდაცვლილს ორი შვილი ჰყავდა, თუმცა ისინი მომხდარის მიზეზებზე ვერ საუბრობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი მათ ჯერჯერობით აღნიშნულ ფაქტზე შეტყობინება არ მიუღიათ.