Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპირებულ ლგბტ – საზოგადოებას სიზმრად ნანახი ცხადში აუხდა

ტრამპირებულ ლგბტ – საზოგადოებას სიზმრად ნანახი ცხადში აუხდა

506

საინაუგურაციო სიტყვაში დონალდ ტრამპმა  პირობა დადო, რომ მისთვის „ამერიკა იქნება პირველი“ და დაასრულებს მიტოვებული „ამერიკული ქარხნების განადგურებას“ და გაშმაგებულ კრიმინალს. ტრამპმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულების დაწყებიდან მალევე მისი კაბინეტის კანდიდატურები სენატს გადაუგზავნა.

ტრამპმა მისი პირველი ნაბიჯები გადადგა პრეზიდენტის რანგში, ხელი მოაწერა რა საპრეზიდენტო ბრძანებას, რომლის სამიზნე მისი წინამორბედის ჯანდაცვის რეფორმის შესუსტება და ძირეულად შეცვლაა. თეთრმა სახლმა ასევე ოპერატიულად განაახლა მისი ვებგვერდი, რომელიც ტრამპის ახალი დღის წესრიგის შესახებ იუწყება. მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ცვლილებას აწესებს არსებულ კანონში და ნებას რთავს გენერალ ჯეიმს მათისს იმსახუროს თავდაცვის მდივნად, იმის მიუხედავად რომ მან სამხედრო საქმიანობისთვის, მოთხოვნილ 7 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში აქვს თავი დანებებული. გენერალმა მათისმა, რომლის დანიშვნა სენატმა მოიწონა, მოგვიანებით ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის წინაშე. პენსის თანდასწრებით ფიცი დადო ასევე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნულმა ჯონ კელიმ.

თეთრი სახლის განახლებულ ვებგვერდზე ობამას პოლიტიკა ტრამპის ახალი დღის წესრიგით არის შეცვლილი. BBC-ის ცნობით, ახალი ადმინისტრაცია მხოლოდ 6 საკითხს ათავსებს განახლებულ ვებგვერდზე – ენერგეტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამუშაო ადგილები და ზრდა, სამხედრო, სამართალდამცავები და სავაჭრო შეთანხმებები. როგორც BBC წერს, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ახალ დღის წესრიგში ნახსენები არ არის სამოქალაქო უფლებები, ლგბტ უფლებები, ჯანდაცვა და კლიმატის ცვლილება. ტრამპმა ასვე ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც პატრიოტიზმის ეროვნულ დღეს აწესებს.

 მისი პირველი დღის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ტრამპმა თქვა, რომ „ის იყო დატვირთული, მაგრამ კარგი – მშვენიერი დღე“. თავის საინაუგურაციო სიტყვაში, ტრამპმა, რომელიც 70 წლისაა, ნაციონალისტური და პროტექციონისტური ტონი გაამჟღავნა.  „ამ მომენტიდან და მის შემდგომ, ამერიკა იქნება პირველი. ჩვენ ორ მარტივ წესს გავყვებით: იყიდე ამერიკული და დაასაქმე ამერიკელი“, – თქვა მან.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან რამოდენიმე საათში თეთრი სახლის ოფიციალური საიტიდან გაქრა არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეთა უფლებების დაცვის შესახებ სექცია. ინაუგურაციის შემდგომ სექციაში, სადაც განხილული იყო ყველა უფლება არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეთა დაცვის შესახებ უბრალოდ გაქრა. ამის შესახებ იუწყება გამოცემა „Washington Post“. ახალი პრეზიდენტისათვის უფლებების ოფიციალურად მინიჭების შემდგომ, „ლგბტ“ საზოგადოებამ  უკვე გამოხატა პროტესტი მომხდართან დაკავშირებით.  სინასაპრეზიდენტო კამპანიაშიც ტრამპმა განაცხადა, რომ იგი გამოვიდოდა ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here