Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინის საჩუქარმა კიევსა და ბუქარესტს თავზარი დასცა

პუტინის საჩუქარმა კიევსა და ბუქარესტს თავზარი დასცა

665

გაზეთ „ჟურნალისტური სიმართლეს“ რედაქცია აქვეყნებს სტატიას, რომელიც მიეძღვნა მოლდოვის პრეზიდენტის ვიზიტს მოსკოვში, რომლის დროსაც მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. პუტინი და დოდონი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

„ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის გაურბიან არასასურველ კონფლიქტებს, სწორედ ამიტომ ზოგჯერ უკეთესიცაა უბიძგო მეორე მხარეს მოქმედებისაკენ, ვიდრე იძრომიალო შენსავე პრობლემებში მარტომ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ საქმეს დაიჭერ აგრესიულ ნაციონალისტებთან და სხვა რუსოფობ-შოვინისტებთან “. – ამონაროდი გაზეთ „Журналистская правда“- დან.  სწორედ ასე მოიქცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მან თავის მოლდოველ კოლეგას, პრეზიდენტ იგორ დოდონს, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გადასცა XVIII საუკუნის მოლდავეთის სამთავროს რუკა. დოდონი საჩუქარმა გააკვირვა, პუტინმა ნამდვილად მოახერხა მისი გაოცება.

შესაძლოა, ამ მოკრძალებულმა საჩუქარმა განმუხტოს ის დაძაბული ურთიერთობები და უერთიერთდამოკიდებულება, რაც ბოლო დროს შეიმჩნევა დუნაისპირა ქვეყნებს შორის. რადგან უკრაინისა და რუმინეთის მთავრობები საერთოდ არ არიან კმაყოფილები დოდონის პრეზიდენტად არჩევით. უნდა აღინიშნოს, რომ რუკა მართლაც დამაინტრიგებლად გამოიყურება,  რადგან  მოლდოვეთის სამთავროს შემადგენლობაში იმ პერიოდში შედიოდა ტერიტორია: მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთ რუმინეთი, ნაწილი თანამედროვე უკრაინის ტერიტორიის (ჩერნოვეცკის რეგიონი და ნაწილი ოდესის რეგიონის, კერძოდ სამხრეთ ბესარაბია). რუკაზე არ არის გამოსახული თანამედროვე დნესპირეთი და ქალაქ ოდესის მიმდებარე ტერიტორია. შესაძლოა მომდევნო შეხვედრაზე დოდონს საჩუქრად სხვა რუკაც აჩუქოს პუტინმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here