Home რუბრიკები პოლიტიკა ივანიშვილს „ნაცმოძრაობის“ დაშლა კი არ სურდა, პირიქით, გადაარჩინა ეს პარტია

ივანიშვილს „ნაცმოძრაობის“ დაშლა კი არ სურდა, პირიქით, გადაარჩინა ეს პარტია

529

სპორტის სასახლეში მიმდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონიდან ჩაერთო. მისი თქმით, ივანიშვილის გეგმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილიყო, ჩაიშალა და ყველაფრის მიუხედავად იგი კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალად: „ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამებრძოლებო და მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ, რომ ივანიშვილისეული გეგმანაციონალური მოძრაობისგაქოცების და ჯიბეში ჩადების, ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ და, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი მარცხი“- განაცხადა სააკაშვილმა.

ყრილობაზე ასევე იმყოფებოდა ყოფილი პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი, რომელმაც მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა: „თქვენ აძლიერებთ პარტიას და თქვენ აძლიერებთ მიშას და ასევე, მიშა გაძლიერებთ თქვენ. იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც ეშინიათ ზოგიერთებს ამ ქვეყანაზე. მისი თითოეული აშენებული შენობის, ხიდის, ყველაფერის ეშინიათ“.

რულოვსის თქმით, რაც არ უნდა წაართვან, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის და ყოველთვის იქნება ქვეყნის მამოძრავებელი ძალა.

„საქართველო და მსოფლიო“ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილეს სანდრო ბრეგაძეს დაუკავშირდა და ზემოაღნიშნულ ყრილობასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.

სანდრო ბრეგაძე: – სააკაშვილის გამონათქვამების კომენტირება ცოტა არ იყოს არასერიოზული საქმე მგონია, რადგან ეს ადამიანი უკვე აშკარად დაკარგულია დროსა და სივრცეში. თუ ასე გააგრძელა, ძალიან მალე იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდება.

რაც შეეხება იმას, რომ თურმე ივანიშვილმა ვერ დაშალა „ნაციონალური მოძრაობა“, ივანიშვილს „ნაცმოძრაობის“ დაშლა კი არ სურდა, პირიქით, გადაარჩინა ეს პარტია. მეტიც, ამ პარტიის ყველაზე საშინელი ჯგუფი, რომელსაც ბოკერია-უგულავას ჯგუფი ქვია, შეაკოწიწა და საპარლამენტო ოპოზიციად დანიშნა. ეს არის ყველაზე გულის ამრევი ფაქტი, რაც ბოლო დროს მოხდა, ასე რომ სააკაშვილის შიშები, თითქოს ბიძინა ივანიშვილს მისი პარტიის დაშლა და გაქრობა უნდა, სრულიად უსაფუძვლოა; „ნაციონალურ მოძრაობას“ დაშლის ქართველი ერი და ეს გადრაუვალია. რეჟიმი აუცილებლად გასამართლდება და თვითონ სააკაშვილიც აუცილებლად პასუხს აგებს, როგორც დამნაშავე ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here