Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი: გილოცავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ”გაქოცების” ივანიშვილისეული გეგმა ჩაიფუშა

მიხეილ სააკაშვილი: გილოცავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ \”გაქოცების\” ივანიშვილისეული გეგმა ჩაიფუშა

591

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვით მიმართა თავის მხარდაჭერებს და მათ სიძლიერისაკენ და ერთობისაკენ მოუწოდა.

„ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამებრძოლებო და მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ, რომ ივანიშვილისეული გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაქოცების და ჯიბეში ჩადების, ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ და, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი მარცხი“, – განაცხადა სააკაშილმა.

მისივე თქმით, ჩანაფიქრი, რომ ის ჩამოეცილებინათ პარტიას და პარტია გადაექციათ ლაგამამოდებულ, ყველაფრის გამპრავებელ ძალად, ვერ განხორციელდა.

„თქვენ ვერ გათქმევინათ უარი პრინციპებზე და ვერ დაგაყენათ ღალატის გზაზე. თქვენ ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე. ივანიშვილი ვერასდროს გაიგებს, თუ რა არის „ნაციონალური მოძრაობა“. მის ტვინამდე ვერასოდეს ვერ მივა, თუ რა გვამოძრავებს ჩვენ, რა გვაძლევს ძალას იმისა, რომ არ შევშინდეთ და არ ჩავიქნიოთ ხელი. ოლიგარქებს არ ესმით, რა არის ნამდვილი პოლიტიკური პარტია. ისინი ქმნიან პროექტებს, დებენ ფულს, ყიდულობენ პოლიტიკოსებს, შემოჰყავთ და გაჰყვათ პოლიტიკურ არენაზე პარტიები, მათი მარიონეტები, მაგრამ ნამდვილ პარტიებთან და ნამდვილ იდეალისტებთან ყოველთვის მარცხდებიან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

”როდესაც დაისვა მთავარი შეკითხვა – ვინ არის, ან რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენ გაეცით ამას მკაფიო პასუხი – „ნაციონალური მოძრაობა“ ეს მე ვარ“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილი პარტიის ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით გამოსვლისას. როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ამ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, გულშემატკივრები, ოჯახის წევრები, ახლობლები განიცდიან დევნას ხელისუფლებისგან, ჰყავთ პოლიტიკურ პატიმრობაში, ასევე მათ ემუქრებიან სამსახურების დატოვებით. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, 8 ოქტომბრის არჩევნებზე 500 000 გულმხურვალე მხარდამჭერი მივიდა საარჩევნო უბნებზე და შემოხაზა ნომერი – 5.  პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვერ შევეგუებით იმ იდეას, რომელიც გვთავაზობს, რომ საქართველო პატარა სოფელია, ნურავის გავეჩხირებით ყელში, დიდ მოთამაშეებს შორის ნუ გავირბენთ. ეს იდეოლოგია თავისთავად მიუღებელია. ჩვენს ღირებულებით სისტემაში უბრალოდ არ ჯდება. პირიქით, თითოეული ჩვენგანი მოწადინებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნით ვამაყობდეთ. ჩვენ თავაწეულები უნდა დავდიოდეთ ჩვენს რეგიონში და ნებისმიერ კონტინენტზე. სიტყვები – „მე საქართველოდან ვარ“ საამაყო უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო გავერთიანდით ჩვენ. ამიტომ როდესაც დაისვა მთავარი შეკითხვა – ვინ არის, ან რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენ გაეცით ამას მკაფიო პასუხი და თქვით მთავარი სათქმელი – „ნაციონალური მოძრაობა“ ეს მე ვარ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური, პარტიული ცხოვრების ამ ახალ ეტაზე, რომელიც დღეიდან იწყება, უნდა აიგოს ორმხრივი მოძრაობის გზა.

„ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ღირებულებები უნდა მივიტანოთ ჩვენს თანამოქალაქეებამდე, თუნდაც იმ ადამიანებამდე, რომლებიც პოლიტიკური ორგანიზაციის გარეთ იმყოფებიან დღეს. ისინიც არიან ჩვენი დები და ძმები და მათაც უნდათ ეკონომიკურად განვითარებული საქართველო. ისინიც ზრუნავენ თავიანთი შვილების მომავალზე და წარმოუდგენელია, ისინიც არ ემხრობოდნენ მთავარ იდეალებს. მეორე მხრივ, ამ ფართოდ გაღებულ კარებში უნდა მოვიწვიოთ და მოვიპატიჟოთ ახალი ადამიანები, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ძლიერი გახდეს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here