Home რუბრიკები პოლიტიკა მოსკოვს ობამას ცრემლების არ სჯერა

მოსკოვს ობამას ცრემლების არ სჯერა

721

ამერიკაში გაგანია ცივი ომის პერიოდშიც კი არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები ისეთი ანტირუსული ისტერიის ფონზე, როგორც შარშან ჩატარდა. აქედან გამომდინარე, თვით ამერიკული მედიაც არასოდეს ყოფილა ერთი კანდიდატის მიმართ ისე აშკარა სიმპათიით განწყობილი, როგორც ჰილარი კლინტონის მიმართ და პირიქით _ ნეგატიურად დონალდ ტრამპის მიმართ, ამიტომ ცოტას თუ ჰქონდა დონალდ ტრამპის გამარჯვების იმედი.

დონალდ ტრამპის მიმართ სკეფსისს ისიც განაპირობებდა, რომ იგი მხოლოდ თავის თავს წარმოადგენდა, ჰილარი კლინტონის უკან კი მთელი უოლ-სტრიტი, ანუ ფინანსური წრეები იდგნენ, ძალები, რომლებსაც მსოფლიოს უჩინარ მთავრობასაც უწოდებენ და რომლებიც პრაქტიკულად განაგებენ სრულიად მსოფლიოს ბედ-იღბალს სსრკ-ის დაშლის შემდეგ დაუძლურებული რუსეთის მდუმარე თანხმობის ფონზე.

თუმცა, განაგებენ კი არა, განაგებდნენ, სანამ 2015 წელს გაეროს მაღალი ტრიბუნიდან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს ნეოლიბერალურ ძალებს (წაიკითხე, აშშ) ხმამაღლა განუცხადა _ ახლა მაინც თუ ხვდებით, რა ჩაიდინეთ აზიაში ე.წ. არაბული გაზაფხულებითო და მეორე დღესვე სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება ბრძანა, რითაც მსოფლიოს აუწყა ე.წ. ერთპოლუსიანი მსოფლიოს, ანუ აშშ-ის მეოთხედსაუკუნოვანი ერთპიროვნული მბრძანებლობის დასასრულის დასაწყისი…

მაგრამ, მოდი, დავუბრუნდეთ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს _ რა აღარ დასწამეს დონალდ ტრამპს ჰილარი კლინტონის “პიარშიკებმა”, მექალთანეობიდან დაწყებული და კრემლის აგენტობით დამთავრებული. ამის მიუხედავად, მოხდა სასწაული _ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს და 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, ოფიციალურად დაიკავებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს, მაგრამ…

ვერავითარი მრავალწერტილი ვერ დაიტევს იმ სიბინძურეს, რომელიც დამარცხებულმა დემოკრატებმა ჩაიდინეს უკვე არჩევნების შემდეგ!

ბარაკ ჰუსეინ ობამა აშშ-ის ისტორიაში შევა არა მხოლოდ როგორც პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, არამედ, როგორც პირველი ე.წ. კოჭლი იხვი, რომელიც მაქსიმალურად შეეცადა, დონალდ ტრამპისთვის პრობლემები შეექმნა, რასაც მიაღწია კიდეც საახალწლოდ რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებით, ახალი სანქციების დაწესებითა თუ ე.წ. ჰაკერების სკანდალით _ ერთი სიტყვით, ისე ჩასვარა საქმე კოჭლმა იხვმა, რომ დონალდ ტრამპი პუტინთან დიალოგს, როგორც იტყვიან, სუფთა ფურცლიდან ვერ დაიწყებს.

ნიშანდობლივია, რომ დონალდ ტრამპს სწორედ ის ძალა ებრძვის, რომელიც მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს, და ამ ძალას აგრესიული ნეოლიბერალიზმი ჰქვია. ამ ბრძოლაში დემოკრატებს რესპუბლიკელთა ნაწილიც უჭერს მხარს. რესპუბლიკელები, რომელთათვის უცხოა ზედმეტი ლიბერალობა, მაგრამ რუსეთის, პირადად მისი პრეზიდენტის, მიმართ ფობია ისე მძლავრია, რომ იდეოლოგიას არად დაგიდევენ.

ეს რომ ასეა, დასტურად რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ერთობლივი დელეგაციების ვიზიტიც მოწმობს ავადსახსენებელი ჯონი მაკკეინის მეთაურობით ბალტიის ქვეყნებში, უკრაინასა და ბოლოს _ საქართველოშიც. ამაზე წინა წერილში ვწერდი და აღარ შევრჩერდები.

ამასობაში ბარაკ ობამამ გამოსამშვიდობებელი თეატრალიზებული შეხვედრები მოაწყო თვალზე მომდგარი ცრემლისა და ცხვირსახოცის თანხლებით…

როგორ ჰგავს ობამას ცრემლი ჩვენი მიშიკოს მიერ დაღვრილ გლიცერინის ცრემლს, ხოლო მისი მავნებლური ქმედება _ მიშას საქციელს პრეზიდენტობის ბოლო წელიწადში, როდესაც ვეტოს ვეტოზე ადებდა ახალი პარლამენტის გადაწყვეტილებებს!

რაც შეეხება ბარაკის ცრემლს, სატირალი მართლაც აქვს აშშის 44- პრეზიდენტს, რადგან მხოლოდ ერთი დაპირება შეასრულეს მან და ჰილარიმ _ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება ზარზეიმით დააკანონეს აშშში და, ალბათ, იმას მისტირის, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვერ შეძლეს ამსიკეთისდანერგვა და ვეღარც შეძლებენ, რადგან დონალდ ტრამპი და მისი გუნდი, გამონაკლისის გარეშე, ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების მქონე ხალხია და მათ, სხვა ყველაფერთან ერთად, ამისთვისაც მისცა ხმა, .. ერთსართულიანმა ამერიკამ.

ინაუგურაციამდე რამდენიმე დღე დარჩა, მაგრამ ნეოლიბერალთა მხრიდან არ წყდება ტრამპის მიმართ აბსურდული ბრალდებების ორკესტრირება _ ტრამპი, არც მეტი, არც ნაკლები, პირადად პუტინის მეცადინეობის შედეგად გახდა აშშ-ის პრეზიდენტიო და იმავეს წინასწარმეტყველებენ წლეულს ევროპის რიგ ქვეყნებში. ვერ ხვდებიან, რომ ამით რუსეთის მიმართ შიშს კი არ აღძრავენ საფრანგეთს, გერმანიასა თუ იტალიაში, სადაც თითქმის უეჭველია ნეოლიბერელური ხელისუფლებების ჩანაცვლება მემარჯვენე ნაციონალისტური ძალებით, არამედ პირიქით _ მისადმი კეთილგანწყობას უყრიან საძირკველს. უკეთეს რეკლამას, თანაც უფასოს, ალბათ, ვერც ინატრებდნენ რუსები _ მათ მიმართ კეთილგანწყობა მატულობს ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში.

მოკლედ, იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ ჟამთა ახალი ათვლა დაიწყება.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/biddennff0.jpg

უკვე დაწყებულია სამზადისი, რომ ინაუგურაციის შემდგომ პირველ საათებშივე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გაიმართოს სატელეფონო საუბარი; აგრეთვე, ლაპარაკია ორი ზესახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე, სადაც, სავარაუდოდ, შეთანხმდებიან გავლენის სფეროთა ხელახალ გადანაწილებაზე მსოფლიოს პოლიტიკის პატრიარქის _ ჰენრი კისინჯერის სცენარის მიხედვით _ პოსტსაბჭოთა სივრცეს პლუს აღმოსავლეთი ევროპის რიგი ქვეყნებისა რუსეთს.

აი, ზუსტად ისე, როგორც კისინჯერის სახელწიფო მდივნობის პერიოდში მოხდა ნიქსონსა და ბრეჟნევს შორის ე.წ. განმუხტვა, რომელმაც კარგა ხნით განაპირობა მშვიდობა მსოფლიოში და კეთილდღეობა სსრკ-ში.

აშშ-ის მიერ რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის აღიარება, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არ მოხდება, მაგრამ არც დეოკუპაციას უნდა ველოდოთ, რადგან, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყირიმის თემა დახურულია და რუსეთი ამ საკითხზე არავისთან მსჯელობას არ აპირებს.

უკრაინის საკითხი კი დაკონსერვდება, რაც ხელს არ შეუშლის ორ ლიდერს სხვა საკითხების პრაგმატულ ჭრილში გადაწყვეტაში.

ერთხელ უკვე მოხდა ასე _ სსრკ ისე დაიშალა, რომ აშშ-ს არასოდეს უღიარებია ბალტიის ქვეყნები სსრკ შემადგენლობაში, მაგრამ ორი სუპერსახელმწიფო კონსტრუქციულად თანამშრომლობდა სხვა საკითხებში…

დააკვირდით _ ტრამპს პრეზიდენტობის პირველი ოთხწლიანი ვადა 2020 წელს უმთავრდება, ანუ მაშინ, როდესაც იმ დროისთვის მეოთხე ვადით არჩეულ ვლადიმერ პუტინს (ეს რომ ასე იქნება, მგონი, ეჭვი არავის ეპარება, სულელის გარდა) საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 4 წელიწადი ექნება დარჩენილი და, თუ ტრამპს მეორე ვადითაც აირჩევენ, გამოდის, რომ დღეიდან 2024 წლამდე, ანუ 8 წლის განმავლობაში სწორედ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი იქნებიან მსოფლიო პოლიტიკის წარმმართველები.

ამ პერიოდში, იმედია, მოხერხდებაისლამური სახელმწიფოსერთხელ და სამუდამოდ განადგურება, აგრეთვე, ერთხელ და სამუდამოდ აილაგმება მსოფლიო სახელისუფლე წრეების ლგბტზაცია და ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება თუ გეიაღლუმები!

ისე კი, ლგბტპედერასტებს თავში ქვა უხლიათ, საძინებელში არავინ შეუვარდებათ

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენ, ქართველებს რაო? _ იკითხავს მკითხველი.

რა და ის, რომ დასავლეთს არც აქამდე ცხელოდა საქართველოსთვის და მით უმეტეს, არც ხვალ დაცხება. ნატოსა და ევროკავშირზე საუბარიც ხომ შიზოფრენიაა ისევე, როგორც რუსეთის ნების გარეშე ტერიტორიების დაბრუნება.

აქამდე ერთადერთი გამოსავალი საგარეო პოლიტიკის 180 გრადუსით შებრუნებაში მეგონა _ დასავლეთიდან რუსეთისკენ.

ახლა მგონია, გადავლახეთ ის სამანი, საიდანაც უკან დაბრუნება და რუსეთთან რაღაც პირობებზე საუბარი შეგვეძლო.

ახლა ძია სემი და ძია ვანია უჩვენოდ გადაწყვეტენ ჩვენს და არა მხოლოდ ჩვენს ბედს და რისთვის სჭირდება რუსეთს ქართველთა დაგვიანებული სინანული?

თუმცა, რომ წარმოვიდგინოთ, რუსებმა კვლავ მოიღონ მოწყალება უძღები ქართველი შვილის მიმართ და დაგველაპარაკონ _ ვინ უნდა წავიდეს პუტინთან ან ლავროვთან სალაპარაკოდ _ მარგველაშვილი თუ კვირიკაშვილი? ან ნარიშკინთან _ კობახიძე?

ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

დავით მხეიძე

P.S. გერმანულმაბილდმადა ბრიტანულმათაიმსმაგაავრცელეს ტრამპის ევროპული მედიისთვის მიცემული პირველი ინტერვიუ, რომლიდანაც აშშის 45- პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ საკვანძო ფრაზებზე გავამახვილებთ ყურადღებას:

* ტრამპმა განაცხადა, რომ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან მჭიდრო კავშირშიისლამურ სახელმწიფოსთანბრძოლასა და ბირთვულ განიარაღებას მიიჩნევს.

თაიმსიშესაბამის ქვესათაურსაც აქვეყნებს პირველ გვერდზე: “ჩვენ უნდა ვენდოთ ვლადიმერ პუტინს”, _ განაცხადა აშშ პრეზიდენტმა!

* “ბილდმააქცენტი სხვა მიმართულებაზე გაამახვილა _ “ანგელა მერკელმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა”, _ განაცხადა ტრამპმა გერმანიის კანცლერის საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ.

* პრეზიდენტმა ტრამპმა ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის გამო შეაქო და ლონდონის გადაწყვეტილებასბრძნული და სწორიუწოდა

* ტრამპმა ნატოს მოძველებული უწოდა და ამ ორგანიზაციის რეფორმირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ეს, როგორც ცხონებული შტირლიცი იტყოდა, ნატოზე მეოცნებე პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილიინფორმაცია განსჯისთვის”.

1 COMMENT

  1. დონალდ ტრამპის გამარჯვება მსოფლიოში ახალი ერას დასაწყისია, რომელიც უზნეობაზე ზნეობრივი ღირებულებების გაბატონებას. გაუმარჯოს ტრამპს. ლელა წნორი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here