Home რუბრიკები პოლიტიკა “უტრამპო მეტრამპეები” ანუ 2020 წლის პარლამენტის დაკომპლექტება დაწყებულია

“უტრამპო მეტრამპეები” ანუ 2020 წლის პარლამენტის დაკომპლექტება დაწყებულია

553

ტრამპიკლინტონი და საქართველომოლდოვა გასული კვირის უმთავრესი დაპირისპირებები იყო. პირველიცა და მეორეც აჟიტირებული ქართველიპატრიოტებისთვისცუდად დასრულდა. ოღონდ, თუ მეორე შემთხვევაში გასაგებია ეროვნული გუნდის ცუდი შედეგის გამო დაღონება, ოკეანისგაღმელთა დაპირისპირებაში ვინ მოიგებდა და ვის მიანდობდა ამერიკელი ხალხი თავის ბედს, ამას ასე ძალიან რატომ განიცდიდა ქართველთა ერთ ნაწილი, მართლა ძნელი ამოსაცნობია.

მართალია, ქართველებს ამერიკის შეერთებული შტატების წინა საპრეზიდენტო არჩევნებისას საქართველოს ყოფილი მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების ავტომანქანების სახელმწიფო ნომრებად მიკრული მაკკეინი-ც გვინახავს და შემდეგ ისიც, როგორი მონდომებით ეტენებოდნენ ფერად უკანალში იგივე ქართველი “მაკკეინისტები” გამარჯვებულ ობამას, მაგრამ ტრამპის გამარჯვებით დაღვრემილ ქართველთა მოთქმამ მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რას ელოდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ცოლის, ჰილარი კლინტონის, გამარჯვების შედეგად საქართველოს ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც, მაგრამ ფაქტია, რომ ჰილარის გადაჭარბებული მხარდაჭერა და შემდეგ ტრამპის გამარჯვების გამო გლოვის გამოცხადება კომიკურ ელფერს ატარებდა.

იმედია, დონალდ ტრამპის ყურამდე არც მანანა კობახიძის კლინტონისადმი “ქალურ სოლიდარობას” მიუღწევია და არც კობა ხაბაზის ანტიტრამპულ გამონათქვამებს, თორემ გულღვარძლიანი მილიარდერის ბოროტ შურისძიებას ვერსად დავემალებით.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ არაერთი ქართველიმეკლინტონეპოლიტიკოსი სასწრაფოდ მოეგო გონს, რომ მსოფლიოს ზესახელმწიფოს მეთაურთან ჭინჭყლი ბავშვის ენით საუბარი არ შეიძლება და გუშინდელიმეკლინტონეებიუცებმეტრამპეებიგახდნენ. მაგრამ, ვინაიდან ტრამპს მათი არსებობა ჯერ არც კი შეუმჩნევია, თავისუფლად შეგვიძლია ამ ადამიანებსუტრამპო მეტრამპეებიცვუწოდოთ.

ამ ამბებისა და განათლების მინისტრის “კომბლეობის” ფონზე თოთქოს შეუმჩნევლად ჩაიარა საქართველოს ნაკრების მიერ გამართულმა საფეხბურთო მატჩმა, რომლითაც განახლებულმა და მწვრთნელ ვაისის მიერ გადახალისებულმა ქართველმა ფეხბურთელებმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგი სირცხვილი ჩაწერეს და, როგორც თავიანთი ჯგუფის, ასევე მთელი მსოფლიოს აუტსაიდერ მოლდოვის ნაკრებთან, შინ, თბილისში, მატჩი საყაიმო ანგარიშით დაასრულეს.

უნებურად გაგვახსენდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ამასწინანდელი განცხადება: ჩვენ ქართულ ფეხბურთს აუცილებლად დავაკვირდებით და ყველაფერს გავაკეთებთ მის დასახმარებლადო(!).

მართლაც საინტერესოა, ვინ და რატომ აკვირდება ქართულ ფეხბურთს.

აჰ, მივხვდით… სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს, კახი კალაძეს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი კობახიძესა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებს განზრახული აქვთ, ამთავითვე იზრუნონ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის დაკომპლექტებაზე და, როგორც ჩანს, ამ მიზნით აკვირდებიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, _ ვინ რომელი საპარლამენტო თანამდებობისთვის არის შესაფერისი…

ისე კი, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა, საქართველოს ნაკრებში ქართული ეროვნული ვალუტა ლარი აგვეყვანა _ ისე სწრაფად გარბიიიიიის

ველოდი რახანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here