Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთის ლიდერი ევროპული ლაგმის ამოდებას არ აპირებს

თურქეთის ლიდერი ევროპული ლაგმის ამოდებას არ აპირებს

512

თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, ის არ მიიღებს ევროპის კრიტიკას თურქეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის კანონმდებელთა და ჟურნალისტთა დაკავების გამო.

პრეზიდენტმა ეს განაცხადა მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთში ოპიზიციური გაზეთის _ “ჯუმჰურიეთის” 9 ჟურნალისტი დააკავეს. BBC-ის ინფორმაციით, ჟურნალისტებს ბრალი ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში ედებათ. გიულენს კი 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ. “ჯუმჰურიეტი” ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი თურქული გამოცემებიდან, რომლებიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს. ჟურნალისტების დაკავებას წინ უძღოდა 9 პოლიტიკოსის დაპატიმრება. მათ შორის არიან ქვეყნის პროქურთული _ “ხალხთა დემორატიული პარტიის” ლიდერები. ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”, რომელიც პრესის თავისუფლების ინდექსს მსოფლიოს 180 ქვეყანაში 2002 წელიდან იკვლევს, თურქეთს, 2016 წლის მონაცემებით, 151-ე ადგილს ანიჭებს. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 37 000-მდე ადამიანი დააკავეს. “არ მაღელვებს, ისინი დიქტატორს მიწოდებენ თუ რაღაც სხვას, ერთ ყურში შევუშვებ და მეორიდან გამოვუშვებ. მნიშვნელოვანია, რას დამიძახებს ჩემი ხალხი. დასავლეთს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ თურქეთს აიძულებენ, იცხოვროს მათი წესებით. ისეთი მეთოდების გამოყენების შედეგად, როგორიცაა გაზეთებისა და კარიკატურისტების მიერ ჩემთვის დიქტატორის წოდება და ა.შ. ელიან, რომ თურქეთი უკან დაიხევს. მათ ამის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის მათი ეს ტაქტიკა”, _ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანის თქმით, თურქეთი ებრძვის ტერორიზმს და ევროპა მას ამ ბრძოლაში სათანადოდ არ ეხმარება. გარდა ამისა, მან ევროპა დაადანაშაულა ტერორიზმის, კერძოდ კი, ქურთების მშრომელთა პარტიის, მხარდაჭერაში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here