ჩრდილოეთ კაროლინაში რესპუბლიკელთა ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბი ეხმაურება. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის თანაგუნდელები ვანდალურ აქტს გმობენ და თანამოქალაქეებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
რესპუბლიკელთა ოფისზე თავდასხმა გვიან ღამით ქალაქ ჰილსბოროში განხორციელდა. თავდამსხმელებმა შენობაში მოლოტოვის კოქტეილები შეაგდეს, შედეგად ოფისის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწვა. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი თავდასხმაში კლინტონის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.