Home რუბრიკები საზოგადოება ავთანდილ უნგიაძე: უნდა დაისვას საკითხი, რომ ბართლომე არ არის მსოფლიო პატრიარქი

ავთანდილ უნგიაძე: უნდა დაისვას საკითხი, რომ ბართლომე არ არის მსოფლიო პატრიარქი

1148

ეს არის ეკლესიის ნგრევის პროვოცირების პროცესი

საქართველოს ეკლესიის დელეგაცია 16-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ საერთო მართლმადიდებლურ შეკრებაზე არ მიდის. შესაბამისი განჩინება წმინდა სინოდმა რამდენიმე დღის წინათ მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა და, როგორც ხდება ხოლმე, ჭორმართალი ერთმანეთში აირია. თუ რა გახდა კონკრეტულად ამ გადაწყვეტილების მიზეზი და რა არის ის საკითხები, რის გამოც სინოდმა შეკრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძე.

_ ბატონო ავთანდილ, რატომ არ მიდის საქართველოს ეკლესიის დელეგაცია საერთო მართლმადიდებლურ შეკრებაზე კუნძულ კრეტაზე?

_ მთავარი მიზეზი არის ის საკითხები, რომელთა განხილვასაც ეს კრება აპირებს და რომლებიც მოიცავს დოგმატურ ცდომილებებს, რომ არაფერი ვთქვათ კანონიკურზე. საქართველოს ეკლესიას მიაჩნია, რომ ეს საკითხები შემოიტანს შფოთსა და განხეთქილებას მართლმადიდებლურ სამყაროში, ამასთანავე, კრების რეგლამენტი არ იძლევა არსებითი განხილვისა და ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას დოკუმენტებში, ამიტომ უარს ამბობს ამ შეკრებაში მონაწილეობაზე.

_ კონკრეტულად რა საკითხებზეა საუბარი?

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/ungiaze_2106.jpg

_ პირველი _ ეს არის დოკუმენტი “ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები”. მასში საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია, მოხდეს მართლმადიდებლების ქორწინება სხვა კონფესიის წარმომადგენლებზე, ანუ რეალურად ლაპარაკია იმ საეკლესიო საიდუმლოს აღსრულებაზე მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის, რომელსაც ჰქვია ქორწინება და ეს პირდაპირ უკავშირდება დოგმატური ხასიათის ცდომილებას. მკაფიოდ არ არის აღნიშნული, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და სხვა სახის ურთიერთობები მიუღებელია ეკლესიისთვის.

მეორე ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებას სხვა კონფესიებთან, იმავე კათოლიკებთან, პროტესტანტებთან და ა.შ. და ამ საკითხის მიღებით, ფაქტობრივად, ხდება ეკუმენიზმის დაკანონება, ანუ ჭეშმარიტი სწავლების, მართლმადიდებლობის უარყოფა.

მესამე დოკუმენტი ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის მისიას თანამედროვე მსოფლიოში, რომელშიც საუბარია დისკრიმინაციაზე, ხოლო ირიბად სექსუალურ უმცირესობებთან დამოკიდებულებაზე, ანუ მასში გატარებულია ის აზრი, რომელიც ჩვენს ე.წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონშია, და ირიბად ხდება იმ ცოდვის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულების გამოვლენა, რომელ ცოდვაშიც, ვთქვათ, “სექსუალური უმცირესობების” წარმომადგენლები არიან.

აი, ეს არის, ძირითადად, ის საკითხები, რომლებიც კრების დღის წესრიგში დააყენა ე.წ. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ და რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია.

_ რას ისახავს მიზნად ეს პროცესი, რის მიღწევა უნდათ ამ საკითხების განხილვით?

_ კრების მიზანია ქრისტეს ეკლესიის სულის მორგება თანამედროვეობის დემონიზებულ სულთან სიახლეების შემოტანის გზით. ეს აუცილებლად გამოიწვევს დიდ განხეთქილებას და ეკლესიის დასუსტებას, ანუ ეს არის ეკლესიის ნგრევის პროცესის პროვოცირების მცდელობა სხვათა შორის, არის კიდევ ერთი გარემოება, რომლის გამოც საქართველოს ეკლესია უარს ამბობს შეკრებაში მონაწილეობაზე და ეს გარემოება არ არის აღნიშნული სინოდის განჩინებაში. საუბარია თვით კრების რეგლამენტზე, ანუ ეს რეგლამენტი ისეა შედგენილი, რომ მასში რაიმე ცვლილების შეტანა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მეტიც, ამ რეგლამენტით ბართლომე, ფაქტობრივად, გამოდის ძალაუფლების უზურპატორი და ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად.

_ იღებს თუ ცდილობს, მიიღოს?

_ წაგიკითხავთ მის ციტატას და თვითონ განსაჯეთ, მიზანშეწონილია თუ არა ამ შეკრებაზე წასვლა: თუკი ერთი ან რამდენიმე ეკლესია უარს იტყვის შეკრებაში მონაწილეობაზე ან კენჭისყრაში მონაწილეობაზე, მაინც ყველა გადაწყვეტილებას ექნება ძალა და იგი სავალდებულო იქნება ყველა ადგილობრივი ეკლესიისთვის”. აი, ასე უპასუხა ბართლომემ (მე მიჭირს მისი პატრიარქად მოხსენიება) სერბეთის ეკლესიას, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, რომ კრეტაზე დაგეგმილი შეკრება გადადებულიყო. ჩემი აზრით, ეს პასუხი არის წარმოუდგენელი თავხედობა და მოგახსენებთ, რატომ:

პირველი. ბართლომე რომც იყოს მსოფლიოს პატრიარქი (ცალკე საკითხია, არის თუ არა რეალურად და აქვს თუ არა უფლება, ასე იწოდებოდეს), ის არის უპირატესი თანასწორთა შორის, არც მეტი და არც ნაკლები, ანუ ყველა პატრიარქი თანასწორია და თანაბრად მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში, ბართლომე კი თავის თავს სხვებზე მაღლა აყენებს და არღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთერთ მთავარ პრინციპს _ გადაწყვეტილების მიღების კრებითობას. ეს არის პაპიზმი, ანუ ძალაუფლების უზურპაცია და ასეთ პირობებში, ცხადია, არანაირი აზრი არ აქვს შეკრებაში მონაწილეობას

_ მსოფლიო პატრიარქი ბართლომე .. პატრიარქად მოიხსენიეთ. თქვენი აზრით, არ ეკუთვნის მას რეალურად ეს სტატუსი?

_ საერთოდ, მსოფლიო პატრიარქობას განსაზღვრავდა ის, რომ კონსტანტინოპოლი იყო მართლმადიდებლობის პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი. დღეს რა გვაქვს, ვინაა კონსტანტინოპოლის პატრიარქი? ის არის ერთი ქუჩის მიტროპოლიტი. რომელ იმპერიაზე ან პოლიტიკურ ცენტრზეა საუბარი! კონსტანტინოპოლი სტამბულია დღეს; ან რომელ რელიგიურ ცენტრზეა ლაპარაკი, როცა სტამბულის ქუჩაში საეკლესიო სამოსით ვეღარ გამოდიან. მხოლოდ ბართლომეს აქვს ამის უფლება, დანარჩენები, მიტროპოლიტები რომ ჰქვიათ, კოსტიუმში გამოწყობილები გამოდიანვფიქრობ, ადრე თუ გვიან, უნდა დაისვას ეს საკითხი და უნდა ითქვას, რომ ბართლომე არ არის მსოფლიო პატრიარქი.

_ რაც შეეხება იმ სასულიერო პირებს, რომლებმაც განაცხადეს, შეკრებაზე წაუსვლელობა არის შეცდომა და იგი გააღრმავებს ეჭვს საქართველოს ეკლესიაზე რუსეთის გავლენის შესახებო, ვინ არიან ეს სასულიერო პირები და რატომ გაკეთდა ასეთი განცხადება?

_ ეს სასულიერო პირები ვისგან იმართებიან, ჩვენთვის, დიდი ხანია, ცნობილია.

_ ვისგან?

_ ვინ ლაპარაკობს ხშირად რუსეთუმეობაზე? ვინ იშვერს თითს ეკლესიისკენ და ვინ ამბობს, კრემლიდან იმართებიანო? _ ნაციონალები და მათი ადეპტები. აი, ამ ძალისგან არის მართული ის სასულიერო პირიც, რომელსაც, მგონი, დღესაც უკიდია სააკაშვილის ფოტოპორტრეტი თავის ოთახში, საპატრიარქოში. ისინი კარგა ხანია, მხილებულნი არიან…

_ არსებობს მათ წინააღმდეგ სამხილები?

_ არსებობს, მათ შორის _ კრიმინალშიც, უზნეობაშიც…

_ მაშინ რატომ არ ამხელენ მათ?

_ საჯარო მხილებას ვერიდებით, ახლაც სახელს არ ვასახელებ. ეკლესიის შიგნით, მის წიაღში კი არაერთხელ ვამხილეთ ისინი, შესაბამის წერილებსაც ვწერთ ხოლმე, როგორც პატრიარქს, ისე სინოდს, მაგრამ უწმინდესის დიდი კაცთმოყვარეობის გამო ისინი კვლავ რჩებიან ეკლესიაში. თუმცა ვფიქრობ, სინოდის განჩინება საერთო მართლმადიდებლურ კრებაზე წაუსვლელობის შესახებ, ერთგვარი ლუსტრაციაა _ ვინ იცავს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სწავლებას და ვინ მოქმედებს პოლიტიკური მიზნებით.

_ ამ დღეებში სოციალურ ქსელებში თქვენ მიმართაც გაისმა ბრალდებები. ითქვა, რომ სინოდზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა მოახდინა გავლენა.

_ შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ჩვენთვის ეს კომპლიმენტია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. არავითარი საფუძველი ამ ბრალდებას არ აქვს და ეს არის მცდელობა, ჩვენ და საპატრიარქო დაგვაპირისპირონ. კიდევ ვიმეორებ: ჩვენი მოსაზრებები ეფუძნება ეკლესიის სწავლებებს, რომლებიც დაცულია წმინდა წერილში, მსოფლიო კრებებსა და წმინდა მამათა სწავლებებში და ამას დაეყრდნო ჩვენი სინოდიც, ამიტომაც არის ამ საკითხში აზრთა თანხვედრა და არა რაიმე ზეგავლენის გამო. რაც შეეხება განჩინებას, ის არის აბსოლუტურად გონივრული და სწორი, ვინაიდან არსებობს წინაპირობები, მომავალი კრება ავაზაკთა კრებად შეირაცხოს. ამის ნიშანია თუნდაც ის, რომ კრების უსაფრთხოება უნდა დაიცვას ამერიკის სპეცსამსახურებმა. ეს არის სასაცილო და შეურაცხმყოფელი _ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაგვიცვას ტერორიზმისგან, იმ ტერორიზმსგან, რომელიც თვითონ შექმნა

_ დასასრულ, რადგან ამერიკა და ტერორიზმი ახსენეთ, ერთსაც გკითხავთ: რამდენიმე დღის წინათ ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში .. სექსუალური უმცირესობების ბარში შეიარაღებულმა პირმა 49 ადამიანი მოკლა. ეს მოხდა ქვეყანაში, რომლის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც მუდმივად გვამუნათებს, _ “უმცირესობებისუფლებებს ჯეროვნად ვერ იცავთო. რას იტყვით ამ ფაქტზე?

_ რა უნდა ვთქვა?! ამერიკა არის რასისტული ქვეყანა, არავითარი დემოკრატიის ნიშანი იქ არ არის და ჩვენ გვასწავლიან, როგორ უნდა ვიყოთ შემწყნარებლები. 2013 წლის 17 მაისს, 50 ათასი კაცი რომ გამოვიდა აქ ლგბტ აქციის კონტრაქციაზე და აღკვეთა გარყვნილების აღლუმი და პროპაგანდა, იმ ე.წ. უმცირესობების წარმომადგენლებს ერთი ნაკაწრი არ ჰქონიათ და თურმე აქ დემოკრატია ფეხქვეშ გათელილა (გახსოვთ, ალბათ, რა განცხადებებს აკეთებდნენ მაშინ ჩვენი ამერიკელი “პარტნიორები”), მათ ქვეყანაში კი ერთმა კაცმა, აშშ-ის საზოგადოების პირმშომ და მოქალაქემ, 50 ადამიანი რომ მოკლა, ეს თურმე “ისლამური სახელმწიფოს” ბრალია და ისინი არაფერ შუაში არ არიან. ეს არის ორმაგი სტანდარტი. მათ უნდათ, ასე გვმართონ და გვათამაშონ მომავალშიც.

…მოკლედ, ჩვენ გახარებულები ვართ იმით, რომ ჩვენმა სინოდმა მიიღო ასეთი გონივრული, მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება და თავს უფლებას მივცემ, სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის, რუსეთსაც, მოვუწოდო ასეთივე გადაწყვეტილების მიღებისკენ; დაფიქრდნენ, ვიდრე ნაბიჯს გადადგამენ და გადაწყვეტენ, წავლენ თუ არა ამ კრებაზე, მიიღებენ თუ არა ეკუმენისტურ “შაბაშში” მონაწილეობას და გახდებიან თუ არა ავაზაკთა კრების თანამონაწილე…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here