Home რუბრიკები პოლიტიკა “ნატოს სურს, კონფლიქტი საქართველოში გადმოიტანოს. ამ ჩანაფიქრს ხელს უწყობს რესპუბლიკური პარტია, რომელიც...

“ნატოს სურს, კონფლიქტი საქართველოში გადმოიტანოს. ამ ჩანაფიქრს ხელს უწყობს რესპუბლიკური პარტია, რომელიც ჩანერგილია დასავლეთის მიერ”

584

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები შეაფასა და განაცხადა, რომ ნატო არის აბსურდი და უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები რუსეთთან, რომლის გარეშეც ტეროტორიებს ვერ დავიბრუნებთ.

„არც ერთ ქვეყანას არ გაუხარდება, მტრის ჯარები განლაგდეს მის საზღვართან ახლოს. სწორია კი ჩვენი ქმედებები, როცა ვიცით, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვება ზე სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ეს ირიბ გამოწვევას ჰგავს და რუსეთის რეაქცია არ უნდა გაგვიკვირდეს… რუსეთი არის მთავარი მოთამაშე რეგიონში. ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანაა კონფლიქტში ჩართული. ნატოს სურს, კონფლიქტი საქართველოში გადმოიტანოს და აქ დაუპირისპირდეს რუსეთს. ამ ჩანაფიქრს ხელს უწყობს რესპუბლიკური პარტია, რომელიც ჩანერგილია ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის მიერ“, _ აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

მანამდე კი დეპუტატმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი საფრთხის მქონეა ეს წვრთნები და რუსეთის მუქარის შემცველი განცხადებები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი და იქ ისედაც ჰყავს სამხედროები, არ არის გამორიცხული,  უფრო მეტი კონტინგენტი შემოიყვანოს და ეს წვრთნები გახდეს სერიოზული პროვოცირების მიზეზი, რომელმაც შეიძლება 2008 წლის მსგავს კონფლიქტამდე მიგვიყვანოს”.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტმა 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების (“ღირსეული პარტნიორი _ 2016”) შესახებ 6 მაისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულ წვრთნებს “ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად” და “პროვოკაციულ ნაბიჯად” აფასებს, “რომელიც მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად გამწვავებისკენ“.

1 COMMENT

  1. ძლივს კაცი გამოჩნდა საკუთარი აზრი რომ გააჩნია და საქართველოს მტრებს თამამად უტევს! მიდი თამაზ, გვერდში ვდგევართ, წინ საქართველო. არ შედრკე თამაზ!

  2. ყოჩაღ, ბატონო თამაზ,აბსოლუტურად სწორად აფასებთ მოვლენებს, თუთიყუშივით არ იმეორებთ სხვის ნაკარნახევს.ღირსი ხართ მომდევნო პარლამენტშიც იყოთ,იქ ბევრი არ მოხვდება თქვენზე უკეთესი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here