Home რუბრიკები პოლიტიკა თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტის ფონდი ბიუჯეტის ფულითაა შევსებული და არა მისი ხელსაქმიდან შემოსული...

თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტის ფონდი ბიუჯეტის ფულითაა შევსებული და არა მისი ხელსაქმიდან შემოსული თანხით

561

 “მაგას საიდან აქვს ბიუჯეტი, ვერ გავიგე, რამე ფული იშოვა სადმე? _ განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემისა და მთავრობის ფინანსური დახმარების საკითხზე პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მეჭიაურის თქმით, პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საღ აზრს უნდა დაემორჩილოს.

“პრეზიდენტის ფონდი იგივე ბუჯეტია და ჩვენი გადახდილი ფულით არის შევსებული და არა მისი ხელსაქმით. თუ რამე სხვა ფული აქვს, მაშინ ადგეს და დააფინანსოს და ჩვენი ფული არ დახარჯოს. ნახოს, მოიძიოს ჯერ თავისი ფული. პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს საღ აზრს და საღი აზრი არის ის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები და ეს საარჩევნო პერიოდი არ უნდა გაიწელოს უსაშველოდ”, _ განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემას არა ივლისში, როგორც მას პრემიერმა სთხოვა, არამედ მაისის დასაწყისში აპირებს. გიორგი მარგველაშვილი მზადაა, წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობას საარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსებაში დაეხმაროს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here