Home რუბრიკები პოლიტიკა სომხეთის საელჩო: აზერბაიჯანმა მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს

სომხეთის საელჩო: აზერბაიჯანმა მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს

1263

საქართველოში სომხეთის საელჩო მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტზე ოფიციალური ერევნის პოზიციას ასაჯაროებს. სომხურ მხარეს მიაჩნია, რომ მხარეები დიალოგის ფორმატს უნდა დაუბრუნდნენ.

 “სომხეთის პრეზიდენტმა ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას ოფიციალური პოზიცია გამოხატა. სომხურ მხარეს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანი ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით სამშვიდობო პროცესში უნდა ჩაერთოს და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, მიუხედავად იმისა, სიმპათიითაა იგი განწყობილი ყარაბაღში მცხოვრები ხალხის მიმართ თუ არა. გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის თითოეული შემთხვევა  დეტალურად იქნება გამოძიებული, რადგან ეს მოლაპარაკებების პროცესში წარმატების გასაღებია.

ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას გამოხატოს თავისი პრინციპული პოზიცია, გადადგას ქმედითი ნაბიჯები  რეგიონში სტაბილურობის დასამყარებლად  და აიძულოს აზერბაიჯანი, პატივი სცეს 1994 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას“, _ განაცხადეს სომხეთის საელჩოში.

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც მედიასაშუალებებს მოუწოდა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გაშუქებისას ოფიციალურ წყაროებს დაეყრდნონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here