Home რუბრიკები პოლიტიკა მინისტრი, რომელიც ამტკიცებს, რომ აფხაზეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და მშვიდობა არის...

მინისტრი, რომელიც ამტკიცებს, რომ აფხაზეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და მშვიდობა არის იქ, სადაც ნატოა, ან სრული უვიცია, ან საქართველოს დაუძინებელი მტერი!

684

რესპუბლიკური პარტია, მისი მსოფლმხედველობისა და საგარეო ორიენტირების გამო, ქართველი ხალხის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, მას ელექტორატის მხოლოდ 2-3 პროცენტი თუ უჭერს მხარს. ამის მიუხედავად, ამ პარტიის წარმომადგენლები, რომელთა უმრავლესობამაც პოლიტიკური ნათლობა ამერიკელების მიერ გულუხვად დაფინანსებულ არასამთავრობოებში მიიღო, ყოველთვის ახერხებენ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან მიკედლებას და სახელისუფლო სტრუქტურებში ადგილის დამკვიდრებას. ასე მოხდა 2012 წელსაც:

რესპუბლიკელებმა, რომლებიც 2003 წელს პარლამენტში “ნაციონალურ მოძრაობასა” და კონსერვატორებთან ბლოკში გაერთიანებით შევიდნენ, როგორც კი დაინახეს, რომ “ნაცმოძრაობის” პირსისხლიანი რეჟიმის აღსასრული ახლოვდებოდა, სააკაშვილის ნავიდან ივანიშვილის ნავში გადახტნენ.

შემდეგ კი ამ ურეიტინგო პარტიამ ისევ ძია სემის ძალისხმევით (გაიხსენეთ აშშ-ის ელჩის _ რიჩარდ ნორლანდის სტუმრობა ბიძინა ივანიშვილთან თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის დანიშვნის წინა ღამით) “ქართული ოცნება” განზე გასწია და ხელისუფლების საკვანძო თანამდებობები დაისაკუთრა: პარლამენტის თავმჯდომარის _ დავით უსუფაშვილმა, თავდაცვის მინისტრის _ მისმა მეუღლემ, თინა ხიდაშელმა, გარემოს დაცვის მინისტრის _ გიგლა აგულაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის _ პაატა ზაქარეიშვილმა, ხოლო სადეპუტატო მანდატებსა და სხვა “წვრილ” თანამდებობებს ვინ მოთვლის.

ქართველ საზოგადოებას ამ პარტიის წარმომადგენლების პოლიტიკურ ფლიუგერობაზე მეტად მათი მსოფლმხედველობა, ე.წ. დასავლური ლიბერალური ღირებულებები და გამონათქვამები აღიზიანებს. თავი რომ დავანებოთ მამალ რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს, რომელმაც სახელი ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სტალინის შეურაცხმყოფელი ფრაზებით გაითქვა, აღშფოთებას იწვევს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის ცინიკური დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი.

აი, რა განაცხადა მან 2015 წლის ნოემბრის მიწურულს:

“დღეს ჩვენი ხელისუფლების ამოცანა არის არა სტატუსის (აფხაზეთის) განსაზღვრა, არამედ მთავარი ამოცანაა, რომ შეცდომა არ დავუშვათ და რუსეთმა რამე პროვოკაციაში არ ჩაგვითრიოს… ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა _ ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს.

აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ გვინდა ერთია, და როგორ ვაპირებთ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას _ მეორე”.

ასეთია ამერიკელების მითითებით “ქართული ოცნების” თავკაცის მიერ ხელდასხმული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აზრი საქართველოს ძირძველ მიწაზე, რომელზეც, ვინ მოთვლის, რამდენი ქართველის სისხლია დაღვრილი. სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ამტკიცებს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა, საქართველოს მტერია და მას სრულიად არ ანაღვლებს აფხაზეთიდან დევნილი 250 ათასზე მეტი ადამიანის ბედი. არადა, მისი უპირველესი ფუნქცია და ამოცანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა, ლტოლვილთა და მათი შთამომავლების უსაფრთხო, უპირობო და ღირსეული დაბრუნების, უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობაა”.

ახლახან კი პაატა ზაქარეიშვილმა კიდევ ერთხელ ურცხვად იცრუა და კიდევ ერთხელ სცადა ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, როდესაც ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის _ ალექსანდრე გრუშკოს განცხადებას, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრება ევროპას მასშტაბური კრიზისის ზღვრამდე მიიყვანს და სიტუაციას ააფეთქებსო, ასე უპასუხა:

“არც ნატო და არც ევროკავშირი არ დაუშვებს ისეთ მოვლენებს, რომ აფეთქდეს და გაუარესდეს ვითარება. პირიქით _ თუ ჩვენ ვუყურებთ, როგორ მოქმედებენ ნატო და ევროკავშირი, ვხედავთ, რომ, სადაც ისინი არიან, იქ არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენებს, საქართველო თავის საშინაო დავალებებს ასრულებს როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის მიმართულებით და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს გაწევრება ნატოში და ევროკავშირში იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობისა და სტაბილურობის მომტანი კავკასიაში”.

პაატა ზაქარეიშვილის ურცხვი ტყუილის გასაბათილებლად, რომ მშვიდობა და სტაბილურობა არის იქ, სადაც ნატო და ევროკავშირია, გაგაცნობთ დაღუპულთა სტატისტიკურ მონაცემებს იმ ქვეყნებში, რომლებშიც ნატომ და მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მამოძრავებელმა ძალამ _ აშშ-მა ფეხი დადგეს “მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად”:

* იუგოსლავიის დაბომბვა ნატოს მიერ. 24 მარტი -10 ივლისი, 1999 .

დაიღუპა 35 ათასი კაცი.

ლტოლვილად იქცა _ 500 ათასი.

გამწვავდა ეთნიკური კონფლიქტები, მოიმატა ნარკოტრაფიკის დონემ.

* ერაყი. 2004-2009 წლები

ომში დაიღუპა მილიონზე მეტი ერაყელი, მათ შორის _ 250 ათასი ქალი და ბავშვი. ნატოს სამხედრო შენაერთებმა ერაყში ჩატარებული ოპერაციებისას გამოიყენეს აკრძალული ნივთიერება _ თეთრი ფოსფორი.

ერაყის სამხედრო კამპანია, აგრეთვე, აღინიშნა ალიანსის მიერ ჩადენილი ისეთი დანაშაულით, რომელმაც მსოფლიო გააოგნა. ეს იყო წამება და ცინიკური დამოკიდებულება აბუ გრეიბის ციხეში გამომწყვდეული პატიმრების მიმართ.

* ლიბია. 2011 .

ნატოს მიერ განხორციელებული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა 20 ათასი ადამიანი (სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე).

ლტოლვილად იქცა _ 350 ათასი.

2011 წლის აგვისტოში ნატოს იმჟამინდელი გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამტკიცებდა, რომ ნატოს საავიაციო ძალების მოქმედებისას ლიბიის არც ერთი მოქალაქე არ დაზარალებულა.

სსრკ-ის დაშლისა და ვარშავის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საჭირო აღარ იყო, ამიტომ მისი ხელმძღვანელობა ციებცხელებიანივით ეძებდა ამ ორგანიზაციის არსებობის გახანგრძლივების საშუალებას და იპოვა კიდეც _ ეს არის ე.წ. სამშვიდობო მისია, რომლის მეშვეობითაც ნატო ეთნიკურ კონფლიქტებში ერთვება, ოღონდ მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად, უწინარესად, გავლენის გასაფართოებლად. ასე იყო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სადაც ეთნიკური დაპირისპირების ესკალაცია გამოიწვია. რაც მთავარია, 1999 წელს იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის, სერბეთის, დაბომბვისას ნატომ დაარღვია თავისი წესდება, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, “ნატოს წევრმა ქვეყნებმა ყველა საერთაშორისო დაპირისპირება, რომლებშიც შეიძლება ჩათრეულნი აღმოჩნდნენ, უნდა გადაწყვიტონ მშვიდობიანი საშუალებებით, რათა საფრთხე არ შეუქმნან საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სამართლიანობას”. ამას გარდა, უხეშად დაირღვა მე-6 პუნქტიც, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს კომპეტენციის სფერო შემოსაზღვრულია ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიით. სერბეთი, მაკედონია, ალბანეთი და ბოსნიაჰერცეგოვინა კი ნატოს წევრი ქვეყნები არ ყოფილან.

ან ნატოსა და ევროკავშირის მიერ დამყარებულ რომელ მშვიდობასა და სტაბილურობაზე ლაპარაკობს პაატა ზაქარეიშვილი, როცა ახლახან, 22 მარტს, ბრიუსელში, პირდაპირ ნატოსა და ევროკავშირის შტაბბინებთან მოაწყვეს აფეთქებები ტერორისტებმა?!

განა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელი არ უნდა იყოს, რომ რუსეთთან დიალოგის გამართვის ნაცვლად, რომელიც მიმართული იქნებოდა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნებისკენ, ნატოს ე.წ. საწვრთნელი ცენტრისა და ბიოლოგიური ლაბორატორიების განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე იმ ქვეყნის გაღიზიანებას გამოიწვევს, რომელიც დღეს მსოფლიოს აზარზარებს?

მაგრამ ამერიკის მიერ შეგულიანებული ე.წ. სახელმწიფო მინისტრის მიზანი ხომ რუსეთის _ საფრთხედ, ხოლო ნატო-აშშ-ის უცოდველ კრავად წარმოჩენაა, იმ ნატოსა და ამერიკის, რომლებმაც სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი 9 წლის განმავლობაში თავზე დაგვასვეს; იმ ნატოსა და ამერიკის, რომლებმაც, სადაც კი ფეხი დადგეს, სისხლიანი კალო დაატრიალეს.

ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ: სახელმწიფო მინისტრი (თანაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირთა _ დევნილებისა და ლტოლვილების _ საკითხებს), რომელიც ამტკიცებს, რომაფხაზეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და რომელიც ცდილობს, ქართველ ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროს, თითქოს, სადაც ნატოა, იქ არის მშვიდობა და სტაბილურობა, ან უვიცია, ან საქართველოს დაუძინებელი მტერი დაამერიკელთა ძაღლიშვილი”.

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

  1. ეს კაცი ჯდა ერთერთ საკვანძო თანამდებობაზე ვაი ჩვენს პატრონს!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here