Home რუბრიკები პოლიტიკა მაიკლ კოფმანი: ახლო პერსპექტივაში საქართველოსთვის მაპის მინიჭება არარეალურია

მაიკლ კოფმანი: ახლო პერსპექტივაში საქართველოსთვის მაპის მინიჭება არარეალურია

588

კენანის ინსტიტუტის მკვლევარის _ მაიკლ კოფმანის შეფასებით, ახლო პერსპექტივაში საქართველოსთვის მაპის მინიჭება არარეალურია. ამის შესახებ კოფმანმაამერიკის ხმისქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში, აშშის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორის _ ჯეიმს კლაპერის ყოველწლიურ მოხსენებაზე საუბრისას განაცხადა.

 “საქართველო გარკვეულ სიგნალებს ეძებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას სამოქმედო გეგმას მიანიჭებს, რაც, როგორც იცით, ალიანსში მიწვევას ნიშნავს. ეს საკმაოდ არარეალური სცენარია ახლო პერსპექტივაში. ნაცვლად ამისა, ნატო ცდილობს, საქართველოსთვის ინტეგრაციის სხვა საშუალებები წამოსწიოს წინ და ეს ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანი შეღავათებით უზრუნველყოს, რაც, ერთგვარად, იქნება ასახვა მიდგომისა  “გაერთიანება, ფაქტობრივი გაერთიანების გარეშე”. აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა კი ივარაუდა, რომ, რადგან ნატოში გაწევრების პერსპექტივით საქართველოს მოსახლეობა იმედგაცრუებულია, საქართველო მომავალში შეიძლება დაადგეს დასავლეთთან ინტეგრაციის საპირისპირო გზას და ერთადერთი ალტერნატიული ორბიტა აქ მხოლოდ რუსული ორბიტაა”, _ განაცხადა კოფმანმა.

აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა სენატში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის ზეწოლის პირობებში თბილისმა, შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here