Home რუბრიკები საზოგადოება “რუსთავი 2” ახალ შოუს იწყებს “იღბლიანი მესიჯი” ეთერში ახალი წლიდან გავა

“რუსთავი 2” ახალ შოუს იწყებს “იღბლიანი მესიჯი” ეთერში ახალი წლიდან გავა

611

ახალი 2016 წელი ბევრ სიახლეს გვპირდება, თუმცა ჩვენი ნაკლებად სანდო წყაროები ბევრ რამეს წინასწარ გვატყობინებენ. როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილია, ახალი წლის ერთერთი უმთავრესი სიახლე არის ის, რომ გიორგი მარგველაშვილი და ალეკო ელისაშვილი სამსახურს იცვლიან და სამუშაოდ ტელეკომპანიარუსთავი 2”-ში გადადიან.

შოუსიღბლიანი ბორბალინაცვლად გაკეთდება ახალი შოუ _ “იღბლიანი მესიჯი”. პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩაანაცვლებს შოუს წამყვან ვანიკო თარხნიშვილს, ხოლო ალეკო ელისაშვილი შორენა ბეგაშვილის ნაცვლადასოების გამხსნელადიმუშავებს.

ინკოგნიტო რესპონდენტი, რომელიც ყოველთვის ყველაფრის საქმის “ყურშია”, ჩვენთან მოკლე კომენტარს აკეთებს ამ თემაზე:

_ ისედაც ნათელია, რომ ალეკო ელისაშვილს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კარნახობს, რა და როგორ გააკეთოს. ელისაშვილი კი, ლამის ორი თვეა, ისედაც გვეთამაშება _ ტელეფონზე მოსული მესიჯის ავტორის ნომრის ამდენ ციფრს ამ კვირაში ვიტყვი, იმდენ ციფრს _ იმ კვირაშიო. მესიჯების ავტორების სახელებს ორშაბათს ვიტყვი და გვარებს _ პარასკევსო და ა. შ. ამიტომ გადაწყვეტილება მიღებულია და ახალი წლიდან ხსენებულ შოუში დახურული კუბების მიღმა დაიშიფრება არა რაიმე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სიტყვები, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, არამედ ალეკო ელისაშვილის მობილურზე წლის განმავლობაში მოსული მესიჯების ავტორთა სახელები და გვარები. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ამ სახელებისა და გვარების გამოცნობა მოსახლეობაში გაცილებით დიდ ინტერსს იწვევს, ვიდრე ნებისმიერი სხვა თემა. ამასთანავე, გაგიმხელთ იმასაც, რომ შორენას პოპულარობის გამო, მაყურებელი რომ იოლად შეეგუოს, ელისაშვილს, ალეკოს კი არა, შმალეკოს დავუძახებთ”, _ განაცხადა ჩვენმა ინკოგნიტო რესპონდენტმა.

აქვე დავძენთ, რომ უკვე დაწყებულია ე.წ. საპილოტო გადაღებები. ჩვენ მოვიპოვეთ ვიზუალური მასალაც ერთ-ერთი “საპილოტო” გადაღებიდან, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

ალიო მესიჯია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here