Home რუბრიკები საზოგადოება სააკაშვილი სოფო ნიჟარაძისთვის თვითმფრინავის ბილეთებს “ოდესის კეთილდღეობის” ფონდის ფულით ყიდულობს

სააკაშვილი სოფო ნიჟარაძისთვის თვითმფრინავის ბილეთებს “ოდესის კეთილდღეობის” ფონდის ფულით ყიდულობს

580

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქში სპეციალური საქველმოქმედო ფონდი შექმნა სახელწოდებითოდესის კეთილდღეობისათვის”. ოდესაში მოღვაწე ბიზნესმენები .. დაკრიშვის სანაცვლოდ ფონდში მილიონებს რიცხავენ. ოდესაში ცოტა ხნის წინათ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო, რომელშიც უკრაინელი ოლიგარქები პროკურატურისა და სააკაშვილის ზეწოლის შედეგად აქტიურად არიან ჩართულები. .. ატკატები კი მიხეილ სააკაშვილთან სწორედ ამ ფონდის მეშვეობით მიდის. სამაგიეროდ სააკაშვილი ბიზნესმენებს მფარველობს და რიგ დარღვევებზე თვალებს ხუჭავს.

უკრაინული სააგენტო ავრცელებს ინფორაციას, რისთვის იხარჯება ფონდში აკუმულირებული თანხები. როგორც ირკვევა სააკაშვილის უშუალო მითითებით ფონდიდან თანხები იხარჯება მიხეილ სააკაშვილის გარემოცვისთვის ავიაბილეთების შეძენასა და სხვა საჭიროებებზე. “ოდესის კეთილდღეობის” ფონდის ფულით სააკაშვილის მარჯვენა ხელმა ზურაბ ადეიშვილმა ორჯერ შეიძინა ბილეთები მომღერალ სოფო ნიჟარაძისთვის. ასევე აღნიშნული ფონდის ფულით შეიძინეს ამჟამინდელი ოდესის პოლიციის უფროსის _ გიორგი ლორთქიფანიძისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here