Home რუბრიკები საზოგადოება სოზარ სუბარი დევნილებს მოუწოდებს, ნუ ენდობიან ადამიანებს, რომლებიც ბინის საკითხის მოგვარებას ფულის...

სოზარ სუბარი დევნილებს მოუწოდებს, ნუ ენდობიან ადამიანებს, რომლებიც ბინის საკითხის მოგვარებას ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ

514

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ, როგორც კი პრემიერმინისტრმა გამოაცხადა თბილისის ზღვაზე დევნილებისთვის ბინების შესყიდვის შესახებ, მეორე დღესვე გააქტიურდნენ თაღლითური ჯგუფები, რომლებმაც ბინებისგაყიდვადაიწყეს

მინისტრის ინფორმაციით, ორი ასეთი ჯგუფი უკვე გამოვლენილი და დაკავებულია. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა დაჯგუფება, რომლის წევრიც, მაგალითად, რომელიმე სახელმწიფო მოხელე, დევნილს ეხმარება არასწორად სოციალური ჯგუფის მიღებაში ან ექიმი _ ინვალიდობის სტატუსის მიღებაში, თუმცა კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებია.

მინისტრმა ყველა დევნილს მოუწოდა, თუ ვინმე ეტყვის, რომ ფულით “გაუკეთებს ბინას”, ნუ ენდობიან და დევნილთა სამინისტროს, შსს-ს ან პროკურატურას მიმართონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here