Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი ახვლედიანი: ნიკა გვარამია არის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ხმალამოღებული მებრძოლი

გიორგი ახვლედიანი: ნიკა გვარამია არის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ხმალამოღებული მებრძოლი

571

რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელი, ამჟამად უცხოეთში მყოფი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, უკვე რამდენიმე თვეა, საკუთრების დასაბრუნებლად იბრძვის. მან საწადელს თითქმის მიაღწია და 1 ოქტომბერს უკვე თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანიასაქართველოსწილებიც დააყადაღა, რომელიც, თავის მხრივ, ტელეკომპანიარუსთავი 2”-ში 51%-იან წილს ფლობდა, თუმცა მანამდეც უკვე დაყადაღებული იყორუსთავი 2”-ის წილებიც და ქონებაც.

ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები ქუჩაში გამოვიდნენ, ტრაფარეტები დაიკავეს ხელში და მათხოვრობასაც შეუდგნენ.

სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ მოსამართლესა და სასამართლოზე ზეწოლა არ იქნება. არავინ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დამარხოთ დემოკრატია თქვენი უთავმოყვარეო გადაწყვეტილებით. იქნება ყველანაირი ზეწოლა კანონის ფარგლებში. რომელიღაც მოსამართლის, გაყიდული მოსამართლის პატივი და ღირსება აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია ჩემთვის და მიმაჩნია, რომ მას არავითარი პატივი და ღირსება არ აქვს. ყველა გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს მოსამართლე ჩამოვაშოროთ საქმის განხილვას”, _ განაცხადა არხის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ.

არადა, 2007 წელს ტელეიმედის დარბევას ბატონი გვარამია, რომელიც დღეს მოსამართლეებს ემუქრება დათავისუფალი აზრისჩახშობას აპროტესტებს, ასე აფასებდა _ “არკადი პატარკაციშვილი მართავსიმედისტელევიზიას და ამ პროცესებს, ბუნებრივია, ამ მიზეზით ტელევიზიას ყადაღა დაედო. გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე და დასტურდება, რომიმედიარ იყო მიუკერძოებელი გამშუქებელი იმ მოვლენებისა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობდა”.

რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეიმედისყოფილ ჟურნალისტს _ გიორგი ახვლედიანს ვესაუბრეთ.

_ ბატონო გიორგი, “რუსთავი 2”-ის ქონება დააყადაღეს. არხის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გვარამია დანაციონალებიაღშფოთებას ვერ მალავენ. თქვენიმედისდარბევის მომსწრე ხართ. იქნებ გაავლოთ პარალელებიიმედისდარბევასა დარუსთავი 2”-ის ქონების დაყადაღებას შორის? იქნებ გაიხსენოთ, ვინ რას ამბობდა მაშინ?

_ ვითარება ძალიან ცუდია. პასუხისმგებლობა გადანაწილებულია როგორც დღევანდელ, ისე ყოფილ ხელისუფლებაზე. დღევანდელი ხელისუფლება თავისი ქმედებებით სულ უფრო ემსგავსება “ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო “ნაცები” რისი გამკეთებლები და ჩამდენები იყვნენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, კარგად დავინახეთ და ვიცით. რაც დღეს ხდება, თავისუფალ მედიაზე ზეწოლაა, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც.

ნიკა გვარამიას პრესკონფერენციას რომ ვუყურებდი, დეჟავიუ მქონდა, ოღონ არანოემბრიდან ნოემბრამდე”, არამედოქტომბრიდან ოქტომბრამდე”. ნიკა გვარამია არის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ხმალამოღებული მებრძოლი, რომელიც თავის დროზე ლეგენდებს თხზავდა, საშინელ ჭორებს იგონებდა არა მხოლოდ იმჟამინდელი ოპოზიციის, არამედიმედისჟურნალისტების წინააღმდეგაც. გვარამია იმხანად პროკურორის მოადგილე იყო და, შესაბამისად, “იმედისწინააღმდეგ იდეოლოგიური ბრძოლაც მას ევალებოდა. სწორედ ამიტომ ვამბობ, დეჟავიუ მქონდა, მას რომ ვუსმენდიმეთქი. 2007-ში ნიკა გვარამია იყო ავტორი ფილმისანოემბრიდან ნოემბრამდე”. მან იმჟამინდელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და ჟურნალისტები არაადამიანურ ქმედებებში დაადანაშაულა, ახლა კი თავისუფალი მედიის აპოლოგეტად გამოვიდა და ისევ პოლიტიკოსებს ადანაშაულებს.

დროა, დასრულდეს იმაზე საუბარი, ვინ იყვნენ “ნაციონალები”. სამი წელი საკმარისი დრო იყო, ყველაფერი გამოსწორებულიყო. ეს დრო საკმარისია, რომ ხელისუფლებამ თავისი თავი წარმოაჩინოს და დაგვანახვოს, წინამორბედზე უკეთესი რომ არის. ეს ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და ამის კლასიკური მაგალითი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები იყო.

_ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ გისმენდეთ, აუცილებლად გეტყოდათ, რომრუსთავის 2”-თან დავა ყოფილ მეპატრონეს აქვს და ხელისუფლება არაფერში ერევა

_ ამით მანიპულირებს ხელისუფლება, მაგრამ ამას როგორი სამართლებრივი დავა ჰქვია, ნათელია, ქვეტექსტი ყველამ იცის. ხელისუფლებას პრობლემები აქვს და ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს. ასე იქცეოდნენ “ნაცებიც”.

თუმცა სხვაობა “იმედის” დარბევასა და “რუსთავი 2”-ის დაყადაღებას შორის ძალიან დიდია, მოტივაცია კი _ ერთი.

“იმედთან” არც სამართლებრივად და არც იურიდიულად სადავო არაფერი იყო. ტელევიზია ბადრი პატარკაციშვილის დაარსებული და მისი საკუთრება იყო. ამ ადამიანს ვერავინ შეედავებოდა. მოძალადე რეჟიმმა, რომელსაცნაციონალური მოძრაობაერქვა, ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით, ვერ მოახერხაიმედისგანადგურება, დანგრევა, ჟურნალისტების გადაბირებაჩვენ, ყველანი, მედგრად ვიდექით, ამიტომ გვარამიას ერთი გზა დარჩა _ სპეცნაზით შემოვარდნა და ჟურნალისტების დაჩოქება.

ამჟამინდელ ხელისუფლებას ლავირების მეტი საშუალება აქვს “რუსთავი 2”-ის მიმართ, უფრო მშვიდობიანად შეუძლია პრობლემის მოგვარება, მოდავეები ჰყავს. ეს ტელევიზია მას შემდეგ, რაც ეროსი კიწმარიშვილს წაართვეს, გამოსახსნელია. ქიბარ ხალვაშმაცრუსთავი 2” ძალადობრივი მეთოდით ჩაიგდო ხელში. მაშინ ხმა არავის ამოუღია. მერე ხალვაშსაც წაართვეს და საბოლოოდნაციონალებისპროკურორი დანიშნეს ხელმძღვანელად, ამიტომ დღევანდელ ხელისუფლებას სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანა არ სჭირდება, მაგრამ ასეთი მეთოდებით მედიასთან ბრძოლა არ შეიძლება. ხალხი ბრმა არ არის, ყველამ იცის, ვის რა მოტივაცია აქვს.

_ ბატონო გიორგი, როდესაციმედიდაარბიეს, სოლიდარულები თუ იყვნენ სხვა არხის ჟურნალისტები? მახსენდება, მხოლოდ ერთი საინფორმაციო გადაცემა, რომელიცრუსთავი 2”-მა გააკეთა

_ სოლიდარობის მოლოდინი უფრო დიდი იყო. ვერავის დავადანაშაულებ… შემიძლია, კონკრეტულად გითხრათ, ეს იყო “კავკასია”. საგანგებო საათის შემდეგაც ყველა გადაცემა “იმედს” ეძღვნებოდა. იმხანად “იმედსა” და “კავკასიას” “ნაცები” ვერ აკონტროლებდნენ, ამიტომ სხვა არხების ჟურნალისტების მხრიდან სოლიდარობის გამოხატვა ადვილი არ იყო.

_ სიახლე თუ არისიმედისსაქმეში? ვისაც ბრალი ედებოდა, ყველა გამართლდა. თქვენ ჩვენებას სტრასბურგის სასამართლოს აძლევდით

_ სტრასბურგში ერთ-ერთი ეპიზოდი ასეთი სახელწოდებით იყო _ “გიორგი ახვლედიანი საქართველოს წინააღმდეგ”. ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა: “არ არის საჭირო სტრასბურგში ამ საქმის განხილვა, ქვეყანაში არის ხელისუფლება, რომელიც მზადაა, ყველა საკითხი გამოიძიოს”. მოგეხსენებათ, სტრასბურგში საქმეები იმიტომ მიდიოდა, რომნაცებიარ იძიებდნენ.

იმედისსაქმე საქართველოშიწამოვიდა”. სიმართლე გითხრათ, მას შედეგ არაფერი მსმენია არც ძიების პროცესის შესახებ, არც დაკითხვის, არც ჩემთან მოსულა ვინმე. არადა, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევისა და კიდევ ბევრი ასეთი საქმის გამოძიების მანიპულირებით ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოვიდა, ბევრი ქულა ჩაიწერა, მაგრამიმედისამბის გამოძიება აღარავის სურს.

ცნობისთვის:

2003 წლის ბოლოს ნიკა გვარამია არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად და საქართველოს პარლამენტში მოღვაწეობდა 2004-2007 წლებში, როგორც პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრი. 2007 წელს იგი დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ. 2008 წლის 24 იანვარს გვარამია წარდგენილი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, ამავე წლის 31 იანვარს კი დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად; 2008 წლის 27 ოქტომბერს კი _საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად, მაგრამ 2009 წლის 27 ოქტომბერს თავისი ნებით დატოვა თანამდებობა და იგი დიმიტრი შაშკინმა ჩაანაცვლა. 2012 წლის 14 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანიარუსთავი 2”-ის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია არხის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ამავე წლის 19 დეკემბერს ნიკა გვარამია დააკავეს, მას ბრალი კორუფციაში ედებოდა, თუმცა დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და მალევე გაათავისუფლეს.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. ნაძირალა გვარამია, \\\”ნაციონალ ბანდიტების\\\” უველა დანაშაულის თანამზრახველი და მონაწილეა. არავითარი მორალური თუ ადამიანური პრინციპები არ გააჩნია და მანიაკალური ნაცპარტიის მარჯვენა ხელია. ამ სოხუმელ ნაძირალას ხელებზე ქართველების სისხლი და დაღუპულ-განადგურებული ოჯახებია. მას და მის შვილებს გაუჭირდებათ თბილისში სიარული. ის ცოდვებს აუცილებლად გადაყვება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here