Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ გეგმავს ტერაქტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ?

ვინ გეგმავს ტერაქტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ?

508

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისწევრი ირაკლი ბათიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტი მზადდება.

 “მივიღე ინფორმაცია, რომ ყოფილი ხელისუფლების გარკვეულ წრეში, რომელიც ახლა საქართველოდან გადახვეწილია და ემიგრაციაში იმყოფება, სერიოზული მზადება მიდის, რათა ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტი განახორციელონ და მისი ფიზიკური ლიკვიდაცია მოახდინონ”, _ განაცხადა ბათიაშვილმა.

 მას, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველოში ჩამოსული იყო პროფესიონალების ჯგუფი ტერორისტული აქტის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. .„ბუნებრივია, არ გამაჩნია იმის შესაძლებლობა, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია გადავამოწმო და მის 100 %-იან სანდოობაში დავრწმუნდე, მაგრამ, რადგან ეს ინფორმაცია კომპეტენტურმა და სანდო წყარომ მომაწოდა, ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებად ჩავთვალე, გამოვსულიყავი და ამის შესახებ მეთქვა”, _ განაცხადა ბათიაშვილმა  გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 როგორც ბათიაშვილმა აღნიშნა, ის უკვე დაჰკითხა უშიშროების საგამოძიებო ორგანოებმა. “მიცემულ ჩვენებაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, რადგან ამის უფლება არ მაქვს”, _ განაცხადა  ბათიაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here