Home რუბრიკები პოლიტიკა პრეზიდენტი და პრემიერი აშშ-ში ცალ-ცალკე წავლენ

პრეზიდენტი და პრემიერი აშშ-ში ცალ-ცალკე წავლენ

511

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრება. ერთს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს, მეორეს კი _ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მთავრობის მეთაური აშშ 25 სექტემბერს ეწვევა, პრეზიდენტის გამგზავრება კი 27 სექტემბერსაა დაგეგმილი.

საქართველოს პრემიერმინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიას დაესწრება, 1 ოქტომბერს კი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. გარდა ამისა, ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობა. პრეზიდენტი კი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ნიუ იორკსა და ვაშინგტონს ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი ნიუ იორკში მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში “აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება”, სადაც ის ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ მიიწვია. საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ორმხრივი შეხვედრები და საჯარო გამოსვლებია დაგეგმილი დედაქალაქ ვაშინგტონშიც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთ ორმხრივ შეხვედრას უკრაინელ კოლეგა პეტრე პოროშენკოსთან გამართავს.

აშშ-ში საქართველოს პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის ვიზიტები 2 ოქტომბერს დასრულდება. არსებული ინფორმაციით, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ისე გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციებით გაემგზავრებიან.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here