Home რუბრიკები საზოგადოება უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 8 ათასი ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 8 ათასი ადამიანი დაიღუპა

475

გაეროს სპეციალური მომხსენებლის კრისტოფ ჰაინსის განცხადების თანახმად, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 8 ათასი ადამიანი დაიღუპა.

“ეუთოს მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ამ ადამიანების უმრავლესობა სამოქალაქო პირია. შემაშფოთებელია, რომ ორივე მხარეს სამხედრო აღჭურვილობა და არტილერია სამოქალაქო პირებით დასახლებულ რაიონებში აქვს განლაგებული, რის გამოც დაღუპულთა რაოდენობა დიდია”, _ განაცხადა ჰაინსმა კიევში გამართულ ბრიფინგზე.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, აუცილებელია, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საშუალება მოიძებნოს.


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here