გერმანიაში აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან დევნილების მოზღვავების ფონზე დრეზდენში რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციის დასასრულს გერმანელები სკანდირებდნენ: “მერკელი _ ციმბირში! პუტინი _ ბერლინში!”
ბოლო ხანს მსოფლიოს მასმედიაში ხშირად არის ლაპარაკი რუსეთისა და მისი ლიდერის _ ვლადიმერ პუტინის როლის გაძლიერებაზე მსოფლიოში.
ცოტა ხნის წინათ სააგენტო “როიტერის” მიმომხილველმა ლუსიან კიმმა ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში ერთადერთი ლიდერი უწოდა, რომელსაც შეუძლია, რეალური წვლილი შეიტანოს ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში.