ვაშინგტონში რამდენიმე დღის წინათ გამართულ ბრიფინგზე აშშ–ის ვიცეპრეზიდენტის მრჩეველმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი უკრაინის ხელისუფლებას მხარდაჭერის შეწყვეტით დაემუქრა, თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვლება, _ წერს უკრაინული გამოცემა “ნოვოე ვრემია”.
ბაიდენი, კარპენტერის თქმით, გაღიზიანებულია უკრაინაში კორუფციის მასშტაბებით და მან ამის გამო მკაცრად გააფრთხილა უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო და პრემიერი არსენი იაცენიუკი.
ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატია. ის ჰილარი კლინტონის მოწინააღმდეგე შეიძლება გახდეს, როდესაც დემოკრატიული პარტია პრაიმერიზს გამართავს.